ვალდანო:„ანჩელოტის წასვლას მხარს ვერცერთ ვარიანტში ვერ დავუჭერ“

მადრიდის „რეალი“ ყოფილმა გენ.დირექტორმა, ხორხე ვალდანომ განაცხადა, რომ კარლო ანჩელოტიმ კლუბი არ უნდა დატოვოს...


„კრიშტიანო რონალდუსა და ლიონელ მესის შორის ჯახი არასდროს მორჩება, თუმცა წელს „პიჩიჩი“ აუცილებლად პორტუგალიელი იქნება. არამგონია არგენტინელმა ფებხურთელმა 4 და მეტი გოლის გატანა შეძლოს ერთ დაპირისპირებაში.“

„ოქროს ბურთი? ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში ლეოს შანსი თითქმის 100%-იანი იქნება.“

„ტურინის „იუვენტუსთან“ დაპირისპირებაში მადრიდული გუნდის ნახევარდაცვა მოწოდების სიმაღლეზე არ იდგა, რაც პირველ რიგში ლუკა მოდრიჩის არყოფნამ განაპირობა, მაგრამ არც სხვა ფეხბურთელები იყვნენ განლაგებულნი საკუთარ პოზიციებზე. კროოსი აბსოლუტურად ფუნქციადაკარგული იყო და დაცვით ფუნქციებს ასრულებდა, ისკო ხშირად ფლანგიდან თამაშობდა, როცა მისი საქმე ცენტრში თამაშია, ხამესი კი ყველგან იყო, სადაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა. სწორედ ასეთმა ქაოსმა განაპირობა დედაქალაქური კლუბის წარუმატებლობა. ვფიქრობ, ტაქტიკის შეცვლა გარდაუვალია.“

„კარლო ანჩელოტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავიდეს. იტალიელი სპეციალისტის სახით „ბლანკოსს“ ნამდვილი განძი ჰყავს. შარშან ანალოგიური სიტუაცია იყო საკალათბურთო გუნდში და ბევრი საუბარი მიმდინარეობდა მთავარი მწვრთნელის, ლასოს გაშვებაზე, მაგრამ ის კლუბში დარჩა, წელს კი ვხედავთ, თუ რა შედეგები დადეს კალათბურთელებმა.“

„ანჩელოტის 3 წლიანი ხელშეკრულება აქვს. ვფიქრობ, მინიმუმ კონტრაქტის ბოლომდე ის უნდა დარჩეს.“

„დედაქალაქელებმა სეზონი ტიტულის გარეშე დაასრულეს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ სამეფო კლუბი 1/2 ფინალში გავიდა, რაც მარტივი ნამდვილად არ გახლდათ“ dle 10.1

  • Hala
  • 18 მაი 2015
  • 2065
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)