განახლების მოლოდინში

სამეფო კლუბმა მიმდინარე სეზონში სრული ფიასკო განიცადა, სარეკორდო მოგებათა სერიის დასრულებასთან ერთად თეთრებმა ყველა ტიტულის მოგების შანსი დაკარგეს. ჟურნალისტები და ფეხბურთის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბლანკოსში დიდი წმენდა მოხდება.


წმენდას შეეწირება სამეფო კლუბის დამრიგებელი კარლო ანჩელოტი, რომელიც სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს კლუბს. მის ადგილს კი დიდი ალბათობით იურგენ კლოპი დაიკავებს, რომელმაც უკვე ოფიციალურად დაადასტურა ბორუსიასთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ. მის სახელს აქამდე ბაიერნს უკავშირებდნენ, სადაც პეპ გვარდიოლასადმი ნდობა ამოიწურა. დიდი ალბათობით არჩევანის გაკეთება გერმანელ სპეციალისტს ამ ორ კლუბს შორის მოუწევს.

აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამეფო კლუბი მზად არის დათმოს ბეილი. ყველაზე მეტად კი მანჩესტერ იუნაიტედი აქტიურობს, რომელსაც უკვე დიდი ხანია უელსელის შეძენა სურს და მზად არის სოლიდური თანხაც გადაიხადოს. Daily Express-ის ინფორმაციით კი წითელი ეშმაკები მზად არიან დავიდ დე ხეასაც კი შეელიონ გარეთის სანაცვლოდ.

იმ შემთხვევაში თუ ესპანელი კიპერი მადრიდში დაბრუნებას გადაწყვეტს, სამეფო კლუბს ლეგენდარული მეკარე იკერ კასილასი დატოვებს მშობლიურ კლუბს და დიდი ალბათობით ოკეანის მიღმა, აშშ-ში წავა სათამაშოდ. არ არის გამორიცხული რომელიმე ევროპულ გრანდშიც გადაბარგდეს. ყველაზე მეტად არსენალის თავკაცი, არსენ ვენგერ განიხილავს მეკარის დამატების ვარიანტს და თითქმის შეუთანხმდა ჩელსის პეტერ ჩეხის ტრანსფერის შესახებ, მაგრამ აბრამოვიჩი ჯერ-ჯერობით ფეხს ითრევს. აქედან გამომდინარე ვენგერმა შესაძლოა იკერის კანდიდატურა განიხილოს.

წყარო: Goal.Com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)