"იუვენტუსი" - "მადრიდის რეალი" - კლასიკოსთა 53 წლიანი ომი

"ისეთი მოწყენილი ბარ, რომ შეიძლება მოვკვდე"-განაცხადა პაველ ნედვედმა უეფას ეგიდით "მადრიდის რეალსა" და "იუვენტუსს" სორის გამართული ერთ-ერთი დაპირისპირების შემდეგ. UEFA.com-ი გთავაზობთ 53 წლიანი მტრობის პერიპეტიებს.


მადრიდის რეალი 0-1 იუვენტუსი
უვენტუსი 0-1 მადრიდის რეალი
მადრიდის რეალი 3-1 იუვენტუსი (განმეორებითი)
1961/62 ევროპის ჩემპიონი კლუბების თასის 1/4 ფინალი


როცა ალფრედო დი სტეფანომ ორი მცველი მოატყუა და ტურინში გამარჯვების გოლი გაიტანა, დაპირისპირება უნდა დასრულებულიყო-"მადრიდის რეალს", წინა შეხვედრებში არასდროს არ ჰქონდა წაგებული საშინაო თამაში ევროთასებზე (21 მოგება და 1 ფრე). მიუხედავად ამისა, ომარ სივორიმ მასპინძელბს გაუტანა და საჭირო გახდა განმეორებითი შეხვედრა, რომელიც პარიზში გაიმართა. "მე ჯონ ჩარლის დიდებული ჩაწოდების შემდეგ გავიტანე - როგორც მას სჩვევია, ის იყო საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიცე მეორე სართულზე თამაშობდა"-იხსენებს სივორი, რომელიც 2005 წელს გარდაიცვალა. "დიდებული შანსი გვქონდა ბოლო წუთებზე გაგვეტანა და მოგვეგო თამაში. სამწუხაროდ ეს შანსი ვერ გამოვიყენეთ, ხოლო განმეორებითი შეხვედრა კი დავთმეთ". Parc des Princes-ზე გამართულ შეხვედრაში სივორიმ გაქვითა ფელოს ადრეულად გატანილი გოლი, რომელსაც შემდგომში "თეთრების" მხრიდან ლუის დე სოლისა და ხუსტო ტეხადას გოლები მოჰყვა. რამაც მადრიდელები შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.

მადრიდის რეალი 1-0 იუვენტუსი
იუვენტუსი 1-0 მადრიდის რეალი (დამატებითი დრო, "რეალმა" მოიგო თერთმეტმეტრიანი დარტყმებით 3-1)
1986/87 ევროპის ჩემპიონი კლუბების თასის მეორე რაუნდი


"იუვენტუსის" კაპიტანმა ანტონიო კაბრინიმ ემილიო ბუტრაგენიოს მიერ მადრიდში პირველ შეხვედრაში გატანილი ერთი გოლი გაქვითა, დამატებითი დროც ფრედ დასრულდა, ხოლო თერთმეტმეტრიანი დარტყმები კი "თეთრებმა" უკეთესად შეასრულეს. ბუგრაგენიოს, ვალდანოს და ხუანიტომ გამოიჩინეს თავი "თეთრების" მხრიდან. ორივე კლუბმა პირველი თერთმეტმეტრიანები გააფუჩა. "გულში ვფიქრობდი, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლას შევძლებდით"-განაცხადა მადრიდის მეკარემ ფრანცისკო ბუიომ. "ორი დარტყმის მოგერიება შევძელი, ხოლო ერთი თავად გააცუდეს."

მადრიდის რეალი 1-0 იუვენტუსი
იუვენტუსი 2-0 მადრიდის რეალი
1995/96 უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალი


რაულ გონსალესმა შეძლო პირველ შეხვედრაში გოლის გატანა - "კარგი საღამო არ იყო"-აცხადებდა მარჩელო ლიპი. განმეორებითი შეხვედრა მართლაც კარგი გამოდგა, ალესანდრო დელ პიერომ და მიჩელ პადოვანომ "მადრიდი" სახლისკენ გზას გაუყენეს. "ეს იყო საუკეთესო საღამო ჩემს ცხოვრებაში"-თქვა პადოვანომ. ლიპიმ კი დასძინა: "წავიკითხე, რომ თუ "მადრიდის რეალს" არ დავამარცხებდით, მე კლუბიდან გამაგდებდნენ , ხოლო თუ მოვიგებდით, ჩემს ძეგლს დადგამდნენ. ოდესმე შეიძლება , რომ საშუალო რამე ხდებოდეს?"

იუვენტუსი 0-1 მადრიდის რეალი
1997/98 უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი


32 წლიანი ლოდინის შემდეგ "თეთრებმა" მეშვიდე ევროპის თასი აღმართეს ამსტერდამ არენაზე. "ამ თამაშმა და ამ გოლმა მე ჩემი ადგილი დამიმკვიდრა ისეთი დიდებული კლუბის ისტორიაში, როგორიც "მადრიდის რეალია" - განაცხადა პრედრაგმა. "ეხლა, როცა ვაანალიზებ ჩემს კარიერას, შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ იმ მომენტად ღირდა ჩემი მთელი კარიერა."

მადრიდის რეალი 2-1 იუვენტუსი
იუვენტუსი 3-1 მადრიდის რეალი
2002/03 უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალი

ზიდანის დაბრუნება ტურინში განსაკუთრებული მსჯელობის საგანი იყო თამაშის წინ. დავიდ ტრეზეგესა და ალესანდრო დელ პირეომ იუვენტუსი 2:0 დააწინაურეს, რასაც ბუფონის მიერ ფიგუსთვის აღებული თერთმეტმეტრიანი დარტყმა მოჰყვა მანამ, სანამ პაველ ნედვედმა ანგარიში 3:0 არ გახადა. ზიდანმა თამაშის მიწეურულს შეძლო პრესტიჟის გოლის გატანა. ნედვედს "რეალის" წინააღმდეგ მიღებული ყვითელი ბარათი იმ წლის ფინალის გამოტოვების საფასურად დაუჯდა: "ფინალში ვერ ვითამაშებ და ისე ცუდად ვარ, რომ შეიძლება მოვკვდე" - განაცხადა თამაშის შემდეგ ნედვედმა.

მადრიდის რეალი 1-0 იუვენტუსი
იუვენტუსი 2-0 მადრიდის რეალი
2004/05 უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალი

ივან ელგერას მიერ პირველ თამაშში გატანილ გოლს, ბიანკონერებმა დამატებით წუთში მარსელო ზალიეტას მიერ გატანილი გოლით უპასუხეს. "ფაბიო კაპელოს ხტუნაობა "იუვენტუსის" გულშემატკივარივით ზალაიეტას გოლის შემდეგ , საღამოს სურათი იყო"-წერდა თამაშის შემდეგ Tuttosport-ი. კაპელომ დასძინა: "ფინალური სასტვენის შემდეგ, გავიქეცი გასახდელ ოთახში და ვიყვირე ისე ხმამაღლა, როგორც შემეძლო, ვინაიდან ძალიან ბედნიერი ვიყავი."

იუვენტუსი 2-1 მადრიდის რეალი
მადრიდის რეალი 0-2 იუვენტუსი
2008/09 უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი


დელ პიეროს იდეალურად შესრულებულმა სტანდარტულიდან დარტყმამ იტალიელებს გასვლით შეხვედრაში გამარჯვება მოუპოვა. "მადრიდელმა გულშემატკივარმა მე ფეხზე წამომდგარმ დამიკრა ტაში და მინდა მათ ამ აპლოდისმენტებისთვის მადლობა გადავუხადო"-განაცხადა თამაშის შემდეგ დელ პიერომ.

მადრიდის რეალი 2-1 იუვენტუსი
იუვენტუსი 2-2 მადრიდის რეალი
2013/14 უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი


17-დან სამი გოლი კრიშტიანო რონალდუმ "იუვენტუსის" კარში გაიტანა. ორი მადრიდში და ერთი ტურინში.

წყარო: Uefa.com dle 10.1

  • shvela
  • 30 აპრილი 2015
  • 5649
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)