ფიფამ "რეალის" და "ატლეტიკოს" დასჯის გადაწყვეტილება მიიღო

როგორც მოგეხსენებათ, ფიფაში მიმდინარეობდა გამოძიება "მადრიდის რეალისა" და "მადრიდის ატლეტიკოს" მიერ ახალგაზრდა ფეხბურთელების შეძენის კანონიერებასთან დაკავშირებით


ფიფა აპირებს ესპანური ფეხბურთის წარმომადგენლები სამაგალითოდ დასაჯოს. მას შემდეგ, რაც "ბარსელონას" ორი სატრანსფერო ფანჯრის მანძილზე აუკრძალეს ფეხბურთელებსი შეძენა, ჯერი "მადრიდის რეალსა" და "მადრიდის ატლეტიკოზე" მიდგა. საქმე იმაშია, რომ მიმდინარე წლის იანვრის თვეში ფიფამ გამოაცხადა ზემოთხსენებული კლუბების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესახებ.

ესპანური გამომცემლობები (ას, მარკა) ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ფიფამ გამოძიება დაასრულა და შესაბამისად "მადრიდის რეალსა" და "მადრიდის ატლეტიკოს" მომდევნო ორი სატრანსფერო ფანჯრის მანძილზე (2015 წლის ზაფხული და 2016 წლის იანვარი-თებერვალი) აუკრძალავს ფეხბურთელების შეძენას. მიზეზი იგივეა, რაც "ბარსელონას" შემთხვევაში: არასრულწლოვანი ფეხბურთელების უკანანო ტრანსფერები.

"მადრიდის რეალს", როგორც ჩანს, ჰქონდა აღნიშნული ინფორმაცია და შესაბამისად წინასწარ დაჩქარებული წესით იყიდა ლუკას სილვა, ოდეგარი, მარკო ასენსიო, დანილო. სატრანსფერო ფანჯრის დადგომამდე "თეთრებს" სურთ კიდევ უფრო გაიმყარონ პოზიციები და დე ხეა დიაბევონ.

მარტინ ოდეგარი ჯერ-ჯერობით კასტილიელია, მაგრამ არ არის გამორციხული მომდევნო სეზონიდან მთავარი გუნდის ღირსება დაიცვას.

ლუკას სილვას დებიუტი უკვე შედგა, მან ჩემპიონთა ლიგასაც გაუგო გემო. "შალკეს" წინააღმდეგ, ბრაზილიელმა შუახაზელმა საკმაოდ დამაჯერებელი შთაბეჭდილება დატოვა.

დანილო ჯერ-ჯერობით კვლავა "პორტოს" ღირსებას იცავს, მაგრამ მომდევნო სეზონიდან დანიელ კარვახალსა და ალვარო არბელოას სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდებათ.

და ბოლოს, მივიწყებული ასენსიო, რომელიც წლევანდელ სეზონში ლა ლიგის ერთ-ერთ ყველაზე პროდუქტიულ ფეხბურთელად ითვლება. ის სულ მალე შეუერთდება დედაქალაქურ კოლექტივს და "რეალის" გერბის ქვეშ ითამაშებს.

ყველაზე ძვირი დანილოს ტრანსფერი დაჯდა, რომელმაც 31 მილიონზე ცოტა მეტი შეადგინა, შემდეგ მოდის ლუკას სილვა 14 მილიონით, ოდეგარი და ასენსიო კი 3.4 და 2.3 მილიონ ევროს ინაწილებენ.

წყარო: MARCA, AS dle 10.1

  • shvela
  • 29 აპრილი 2015
  • 6238
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)