„რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის თასი ბერლინში ჩაიტანა

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელებმა, ემილიო ბუტრაგენიომ, პაკო ხენტომ და ამანსიო ამარომ, ჩემპიონთა ლიგის თასი, რომელიც შარშან, ლისაბონის ფინალში გადაეცა კლუბს, ბერლინში ჩაიატანეს, სადაც, 6 ივნისს გაიმართება გადამწყვეტი დაპირისპირება.


პაკო ხენტო: „ადრეულ წლებში, აღნიშნულ ტურნირზე თამაში გაცილებით რთული იყო, რამეთუ, ფაქტობრივად, არ ვიცნობდით მეტოქეებს.პირველმა თასმა ძალიან დიდი სიამოვნება მოგვანიჭა.მაშინდელე და ახლანდელე „რეალის“ შემადგენლობებს რომ ეთამაშათ ერთმანეთის წინააღმდეგ, ორივე მოიგებდა.ჩვენ ვსაუბრობთ მაღალი დონის კოლექტივებზე.“

ამანსიო ამარო: „ზედიზედ რამდენიმე წელია გავდიოდით ნახევარფინალურ სტადიაზე და როგორც იქნა, მოვიპოვეთ ტიტული.დესიმა ყველასათვის საყვარელია.ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი „რეალის“ დნმ-ში დევს.ამჟამად, პრესტიჟულ მეტოქეს გადავაწყდით ფინალის გზაზე.ყველას ვთხოვ, რომ მოუფრთხილდნენ თასს, რამეთუ 6 ივნისს დავბრუნდებით ბერლინში.“

ემილიო ბუტრაგენიო: „ჩვენთვის მეტად მნიშველოვანია აქ ყოფნა და ვიმედოვნებთ, რომ ამ სეზონში ბერლინში ვიასპარეზებთ, ხოლო მომავალში მილანში, ეს მართლა დიდებული იქნებოდა.ჩვენ ვაგრძელებთ ტიტულის დაცვისათვის ბრძოლას.ნახევარფინალში ადვილი მეტოქე ნამდვილად არ გვყავს.„რეალმა“ დაგვანახა, რომ გადამწყვეტ მომენტში სწორად მოქმედებს.“

„დესიმა დიდხნას დარჩება მადრიდისტების მეხსიერებაში.რაც შეეხება რამოსის გოლს, ის ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი მოვლენაა კლუბის ისტორიაში.სამეფო კლუბს სწორედ ამ გათამაშებს გამო იცნობენ საქვეყნოდ და ჩვენთვის დიდი პატივია ათჯერ ჩემპიონობა.დამატებითი მოტივაციაა ის ფაქტი, რომ აქამდე ვერავინ მაოხერხა თასის დაცვა.ამასთანავე დავსძენ, ჯერ ადრეა ფინალზე საუბარი, ტურინითვის სათანადოთ უნდა მოვემზადოთ.“

RealMadrid.Ru dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)