პეპე: "მებრძოლი სულისკვეთება ყოველთვის იმარჯვებს"

მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა მცველმა ნახევარფინალში გასვლა თანაგუნდელებს, გულშემატკივრებს და სრულიად სამეფო კლუბს მიულოცა.


"პირველ მატჩში გაცილებით უფრო ვიმსახურებდით მოგებას. აღარ ღის წარსულზე საუბარი. მთავარია, გუნდის სახე და ბრძოლისუნარიანობა მთელმა მსოფლიომ დაინახა. შემდეგ ეტაპზე ვიასპარეზებთ და ეს ძალან მახარებს. ჩიჩარიტო იშვიათად თამაშობს, თუმცა მან მაინც მოახერხა ფანების გახარება და ეს მთავარია."

"ჩვენმა მწვრთნელმა ფეხბურთზე ძალიან ბევრი რამ იცის. იგი ნამდვილი პროფესიონალია. ანჩელოტის გადაწყვეტილებით რამოსმა ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე აიწია და ვფიქრობ იდეალურად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას."

"პირველი რამოსი ართმევდა ბურთს მეტოქეს, ხოლო თუ იგი ვერ ახერხებდა მეტოქის განეიტრალებას, მაშინ საქმეში მე ვერევოდი. ტაქტიკურად ბრწყინავალედ მოვემზადეთ და შედეგსაც მივაღწიეთ."

"მადრიდის "ატლეტიკოსთან" დაპირისპირებაში ყველამ შესანიშნავად ვიცოდით, რომ უკან დასახევი გზა არ გვქონდა. ეს იყო სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი, რომელიც ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. რა თქმა უნდა, მადრიდის "რეალი" გააგრძელებს შრომას, რათა სეზონის დასასრულს კიდევ ერთხელ აღვმართოთ ჩემპიონთა ლიგის თასი."

Bernabeudigital.com dle 10.1

  • Junior
  • 23 აპრილი 2015
  • 2593
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (234)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)