1/4 ფინალები ციფრებში

გუშინ გაირკვა ყველა 1/2 ფინალისტის ვინაობა. გადავხედოთ საინტერესო ფაქტებს 1/4 ფინალური დაპირისპირებიდან.


• "მადრიდის რეალის" ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდუ და "ბარსელონას" ფეხბურთელი ლიონელ მესი ვერ მოხვდნენ მათი გუნდებიდან იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებმაც შეძლეს შესაბამისად "ატლეტიკოს" და "პსჟ"-ს კარის აღება. ეს 2005/06 წლების შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა არცერთი მათგანი არ მოხვედრილა უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალებში გამტან ფეხბურთელებს შორის.

• "ბარსელონა" ნახევარფინალში სარეკორდოდ მეთერთმეტედ გავიდა. "მადრიდის რეალი" და "ბაიერნში" შემდეგ საფეხურზე არიან შესაბამისად ათი და ცხრა 1/2 ფინალური მატჩებით. "იუვენტუსი" ნახევარფინალში მეექვსედ ითამაშებს.

• "მადრიდის რეალმა" და "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ზედიზედ გასვლის რეკორდი დაამყარეს. ყველა დროის რეკორდი "ბარსელონას" ეკუთვნის, რომელმაც 2007/08 წლებიდან 2012/13 წლებამდე ზედიზედ ექვსი ნახევარფინალი ითამაშა.

• "ბარსელონას" მიერ "პსჟ"-სთვის მოგებული შეხვედრა ზედიზედ მერვე თამაში იყო უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, რომელიც კატალონიელებმა მოიგეს. ამით ისინი მიუახლოვდნენ "მიუნხენის ბაიერნისა" და "მადრიდის რეალის" მაჩვენებლებს, რომლებსაც შესაბამისად 9 და 10 თამაში ჰქონდა ზედიზედ მოგებული ერთ სეზონში.

• უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული 88 ნახევარფინალიდან, 26 ესპანური იყო - რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია. ზედიზედ ხუთი წელია, რაც ამ ქვეყანას ჩემპიონთა ლიგაზე ორი წარმომადგენელი ჰყავს.

• ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ბოლო დამატებითი დრო დაინიშნა. ეს მოხდა 2004/05 წლებში "ეინდჰოვენსა" და "ლიონს" შორის დაპირისპირების დროს, რომელშიც ჰოლანდიელებმა საბოლოოდ თერთმეტმეტრიანი დარტყმებით იმარჯვეს. ეს ერთადერთი 1/4 ფინალია უეფას ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, სადაც საქმე აქამდე მივიდა.

• მიუხედავად იმისა, რომ 11 გოლი მარტო "ბაიერნისა" და "პორტოს" დაპირისპირებაში გავიდა, საერთო ჯამში 8 გუნდის მიერ გატანილი 19 გოლი 2007/08 წლების სეზონის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

• უეფას ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მხოლოდ ხუთჯერ მოხდა, როცა გუნდს პირველ ნახევარში ხუთი და მეტი გოლი გაჰქონდა.

• "პორტოსთვის" მიუნხენში განცდილი მარცხი 51-ე იყო ამ ჩემპიონატზე. ასევე მან შეიძლება ითქვას, ვერ გააუმჯობესა ყველაზე ცუდი წაგების მაჩვენებელი, რომელიც 2009/10 წლებში 1/8 ფინალურ ეტაპზე "არსენალის" წინააღმდეგ დაფიქსირდა (5:0)

• ჯეკსონ მარტინესის მიერ "ბაიერნის" კარში გატანილი გოლი 200-ე გამოდგა "პორტოსთვის" ჩემპიონთა ლიგაზე, რითაც "პორტო" გახდა მეცხრე კლუბი, რომელმაც ამ მაჩვენებელს მიაღწია.

• "მადრიდის რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ უეფას ჩემპიონთა ლიგაზე თავისი 140-ე შეხვედრა ჩაატარა. მას ჯერ კიდევ 50 თამაში აქვს ჩასატარებელი იმისთვის, რომ ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონის ნიშნულს მიაღწიოს.

წყარო: Uefa.com dle 10.1

  • shvela
  • 23 აპრილი 2015
  • 4568
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (191)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)