მადრიდის რეალის ფეხბურთელები 2009/10- ვინ უნდა წავიდეს და ვინ უნდა დარჩეს-preview

გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, მაგრამ მადრიდის რეალის შემადგენლობაში 40-მდე ფეხბურთელი ირიცხება და დროა მათი რაოდენობა შემცირდეს,რათა კლუბი დაბალანსდეს , რაც მას დაეხმარება მომდევნო სეზონში ყველა ფრონტზე ბრძოლაში. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ იმ ფეხბურთელების სიას, რომლებიც უნდა დარჩნენ კლუბში , ის ფეხბურთელები , რომელთა სახელიც მოცემული იქნება წითელ ფერში , კლუბიდან უნდა წავიდნენ , ხოლო რაც შეეხება იმ ფეხბურთელებს, რომლებზეც არ იქნება აზრი გამოთქმული, ისინი უბრალოდ ან ახალწვეულები არიან, ან კანტერას აღსაზრდელები, რომლებიც შესაძლებელია მომდევნო სეზონში პირველ კლუბში ვიხილოთ.


გოლკიპერები

იკერ კასილასი

მადრიდის რეალის ფეხბურთელები 2009/10- ვინ უნდა წავიდეს და ვინ უნდა დარჩეს-preview

ეჭვგარეშეა, რომ ეს ფეხბურთელი მადრიდის რეალის ბურჯია და მიუხედავად მის მიერ დაშვებული შეცდომებისა, ის მაინც რჩება კლუბის ნომერ პირველ მეკარედ. მის მიერ განხორციელებული ე.წ. save-ები აღტაცებას იწვევდნენ, როგორც მადრიდის რეალის, ასევე სხვა კლუბების გულშემატკივრებში.

ერჟი დუდეკი

მადრიდის რეალის ფეხბურთელები 2009/10- ვინ უნდა წავიდეს და ვინ უნდა დარჩეს-preview

ბლანკოსის გულშემატკივართა შორის ბევრია ისეთი, ვისაც ეს მეკარე არ მოსწონს. ის შეიძლება ისეთივე ცნობილი და "დიდი" არაა, როგორც კასილასი ან ბუფონი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის გამოცდილება და კვალიფიკაცია, რომლითაც ამ მეკარეს მართლაც რომ შეუძლია იამაყოს. ის, რომ დუდეკი ვერ ხვდება ბლანკოსის სასტარტო შემადგენლობაში მისი ბრალი არაა,ამაში უფრო კასილასს "მიუძღვის წვლილი". ეს არცაა გასაკვირი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კლუბში მოვა ბუფონი, ამ უკანასკნელსაც კი გაუჭირდება "წმინდა იკერისთვის" ძირითადი მეკარის ადგილის წართმევა, ვინაიდან კასილასი უკვე კლუბის ერთგვარ სიმბოლოდაა ქცეული.

ა) ანტოინიო ადანი
ბ) ფელიპე რამოსი
გ) ტომას მეხიასი


ცენტრალური მცველები

პეპე

მადრიდის რეალის ფეხბურთელები 2009/10- ვინ უნდა წავიდეს და ვინ უნდა დარჩეს-preview

მას შემდეგ, რაც კანავარომ მადრიდის რეალი დატოვა, პეპე ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია ცენტრალური მცველის პოზიციაზე. იმედი ვიქონიოთ, რომ ის გამოვა ხეტაფესთან მიღებული მორალური დარტყმიდან და მომდევნო სეზონს სრულ მზადყოფნაში შეხვდება. მართალია, მას ხეტაფესთან მატჩში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მიღებული დისკვალიფიკაციის გამო , მოუწევს პირველი რამდენიმე შეხვედრის გამოტოვება, მაგრამ მერე იგი აუცილებლად დაბრუნდება. მას მოუწევს პარტნიორობა რაულ ალბიოლთან , მეთსელდერთან ან გარაისთან. მან ამასთანავე ბევრი უნდა იმუშაოს , ვინაიდან ზემოდხსენებული ფეხბურთელებიდან ნებისმიერს შეუძლია მისი შეცვლა.

კრისტოფერ მეთსელდერი

მადრიდის რეალის ფეხბურთელები 2009/10- ვინ უნდა წავიდეს და ვინ უნდა დარჩეს-preview

გასულ სეზონში მეთსელდერს არ მისცემია ბევრი შანსი თავის გამოსაჩენად, მაგრამ როცა მას ამის საშუალება ეძლეოდა, ის შეუდარებლად თამაშობდა. მას კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს, რითაც დაეხმარება კლუბს კუთხურების მოწოდებისას. ის ძალიან კვალიფიციური ფეხბურთელია.

გარაი

მადრიდის რეალის ფეხბურთელები 2009/10- ვინ უნდა წავიდეს და ვინ უნდა დარჩეს-preview

გარაი ახალგაზრდაა და ძალიან სწრაფი , ბევრი მას არ ენდობა, როგორც ყველა ახალმოსულს, მაგ: გავიხსენოთ ლასის სიტუაცია, როცა ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა მას, მაგრამ ამ ფეხბურთელმა მოახერხა და ახლა უკვე ყველანი მას აქებენ. იმედი ვიქონიოთ , რომ ანალოგიური რამ მოხდება გარაის შემთხვევაშიც და ის ღირსეულად ატარებდეს თეთრ მაისურს.

ა) კრისტოფერ შორჩი
ბ) რაულ ალბიოლი
გ) გარი
დ) აგუს ფერნანდესი

ფლანგებზე მოთამაშე მცველები

სერხიო რამოსი

მადრიდის რეალის ფეხბურთელები 2009/10- ვინ უნდა წავიდეს და ვინ უნდა დარჩეს-preview

ერთ-ერთი ყველაზე კარგი შენაძენი დაცვაში , ის სწრაფია , ტექნიკური , მაგრამ მას აქვს ერთი დიდი პრობლემა , ხშირად მიდის შეტევაში . ეს კარგიცაა, რომ არა ის ფაქტი, რომ იგი ხშირად უკან დაბრუნებას ვერ ასწრებს, მაგრამ იმედია იგი ამ მინუსს გამოასწორებს .

მარსელო

მადრიდის რეალის ფეხბურთელები 2009/10- ვინ უნდა წავიდეს და ვინ უნდა დარჩეს-preview

მარსელო შესანიშნავი ფეხბურთელია. ის უფრო თავდამსხმელის ტიპისაა, ვიდრე დაცვის , რაც კლუბისთვის შეიძლება დიდი პრობლემა იყოს. ფლანგებზე მოთამაშეები შეტევაზე უფრო ადრე დაცვაში თამაშზე უნდა ფიქრობდნენ. შესანიშნავი მაგალითი იქნებიან: მაიკონი, დანი ალვეში, გროსსო ან ზამბროტა. ესენი შესანიშნავი მცველები არიან და ამავდროულად ძალიან კარგად თამაშობენ შეტევაშიც , მარსელოს არ უყვარს დაკარგულ ბურთზე თამაში , რაც მისი დიდი პრობლემაა, მაგრამ თუ კლუბმა ამ პოზიციაზე ვერ მოახერხა უკეთესი კანდიდატურის მოძებნა, მაშინ არსებული რეზერვიდან მარსელო შესანიშნავი ვარიანტი იქნება.

მიჩელ სალგადო

მადრიდის რეალის ფეხბურთელები 2009/10- ვინ უნდა წავიდეს და ვინ უნდა დარჩეს-preview

უკვე დროა, რომ ეს ფეხბურთელი წავიდეს და მან ეს კარგად იცის, ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს სალგადოს კატარში ეპატიჟებიან სათამაშოდ, რაც მისთვის კარგი ვარიანტი იქნებოდა. ერთადერთი კარგი რამ მასთან დაკავშირებით არის ის, რომ იგი აცნობიერებს მის ამჟამინდელ არაეფექტურობას კლუბისთვის და "სიამოვნებით" ჯდება სათადარიგოთა სკამზე.

მიგელ ტორესი

მადრიდის რეალის ფეხბურთელები 2009/10- ვინ უნდა წავიდეს და ვინ უნდა დარჩეს-preview

ერთ დღეს, გამოცდილმა ფაბიო კაპელომ შანსი მისცა ახალგაზრდა ფეხბურთელს , სახელად ტორესს ეთამაშა უდიდესი კლუბის შემადგენლობაში. ამ შანსმა აბსოლიტურად გაამართლა. ის მუშაობის მოყვარული, დისციპლინირებული და დიდი პროფესიონალია. მის კლუბისადმი სიყვარულს გამოხატავს თუნდაც ის ფაქტი, რომ მან შვებულება შეიმცირა , რათა კლუბთან ერთად ყოფილიყო და ევარჯიშა. ტორესს შეუძლია, როგორც მარჯვენა , ასევე მარცხენა ფლანგზე თამაში. შეიძლება ის მსოფლიო დონის ვარსკვლავი არაა, მაგრამ არაფრით ჩამორჩება რამოსსა და მარსელოს.

გაბრიელ ჰაინცე

მადრიდის რეალის ფეხბურთელები 2009/10- ვინ უნდა წავიდეს და ვინ უნდა დარჩეს-preview

ერთ ფორუმში მადრიდის რეალის გულშემატკივარი წერდა, რომ თუ ვინმე იყიდდა ჰაინცეს, მადრიდის რეალს იმ კლუბისთვის იქით უნდა მიეცა ფული. ძალიან სასაცილოა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ფეხბურთელი დროზე უნდა გაუშვან , თუ კლუბს სურს მომდევნო სეზონში რაიმე წარმატების მიღწევა. იგი წესიერად ვერც დარბის, ბურთს ხშირად კარგავს, ეს ორი მიზეზი საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ ეს ფეხბურთელი გაუყენონ მადრიდის რეალიდან მიმავალ გზას.

ა) ჩემა ანტონი
ბ) მარკოს ალონსო

გ) ხავიერ ვალასიოსი
დ) დანიელ ოპარე

ცენტრალური ნახევარმცველები

ლასს დიარა

მადრიდის რეალის ფეხბურთელები 2009/10- ვინ უნდა წავიდეს და ვინ უნდა დარჩეს-preview

თუ ვინმე გამოჩნდება ისეთი , ვინც იტყვის, რომ ამ ფეხბურთელის ტრანსფერმა არ გაამართლა და მადრიდის რეალმა კიდევ ერთხელ ტყუილად გადაყარა ფული, მაშინ მე სერიოზულად შემეპარება ეჭვი მის კომპეტენტურობაში. გასაოცარია, თუ რაოდენ სწრაფად მოახერხა ამ უკანასკნელმა ადაპტირება, ბევრ პროფესიონალ ფეხბურთელს კვირეები და ზოგჯერ თვეც ესაჭიროება ადაპტირებისთვის, ლასი კი ისე ათამაშდა , თითქოსდა სულ მადრიდის რეალის შემადგენლობაში თამაშობდა. კიდევ ერთი ღირშესანიშაობა ლასთან დაკავშირებით , არის მისი ფიზიკური შესაძლებლობები, შეიძლება ბევრს ის პატარად მოეჩვენოს, მაგრამ ის ძალიან ძლიერია. უკვე ამბობენ, რომ მადრიდის რეალმა როგორც იქნა იპოვა მაკელელს ღირსეული შემცვლელი.

მამადუ დიარა

მადრიდის რეალის ფეხბურთელები 2009/10- ვინ უნდა წავიდეს და ვინ უნდა დარჩეს-preview

დიარა დიდი ლასანაა, მან მიიღო ტრავმა გასულ სეზონში , მაგრამ ახლა მწყობრშია და კლუბთან ერთადაც ვარჯიშობს. ლასთან და დიარასთან ერთად მადრიდის რეალს უკვე აღარ მოუწევს ნახევარდაცვის ჩავარდნაზე/სისუსტეზე ფიქრი.

ფერნანდო გაგო

მადრიდის რეალის ფეხბურთელები 2009/10- ვინ უნდა წავიდეს და ვინ უნდა დარჩეს-preview

ორნახევარი სეზონის შემდეგ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაგომ იმედები არ გაამართლა და მან ვერ აჩვენა ისეთი თამაში, როგორსაც მისგან მოელოდნენ. მას რედონდოს ადარებდნენ , მაგრამ როგორც ჩანს ფუჭად. ის არაა ძალიან ცუდი ფეხბურთელი, მაგრამ არც ისაა, ვინც მადრიდის რეალს ჭირდება. მითუმეტეს ეხლა, ლასის , დიარას და ალონსოს , რომელიც შეიძლება რომ შემოუერთდეს კლუბს, გვერდით მისი ადგილი უბრალოდ არაა, ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ მას გაყიდიან.

გუტი

მადრიდის რეალის ფეხბურთელები 2009/10- ვინ უნდა წავიდეს და ვინ უნდა დარჩეს-preview

გუტი აქ იმიტომაა, რომ მას ჯერ არ უნდა წასვლა და ვერც მადრიდის რეალი ყიდის მას. ის უპრობლემოდ ჯდება სათადარიგოთა სკამზე და თუ თამაში მოითხოვს, მას შეუძლია ითამაშოს. ეს ის ფეხბურთელია, რომლის სათადარიგოთა სკამიდან შეცვლაზე შესვლა ყოველთვის ამართლებდა, თუ არ გჯერათ შეგიძლიათ კაპელოს კითხოთ.

ა) დანი პარეხო
ბ) პედრო მოსქუერა
გ) მარკოს ტებარი
დ) ხავი მოდრეგო


შემტევი ნახევარმცველები

როსტონ დრენტე

მადრიდის რეალის ფეხბურთელები 2009/10- ვინ უნდა წავიდეს და ვინ უნდა დარჩეს-preview

ბევრს ქონდა იმედი, რომ დრენტე ახალი ზეედორფი იქნებოდა, მაგრამ მან იმედები გაუცრუა გულშემატკივრებს. მას კარგი ტექნიკა აქვს, ის მონდომებულია, მაგრამ მას არ უვარგა ბურთის კონტროლი, რაც თანამედროვე ფეხბურთში დამეთანხმებით, რომ აუცილებელია. კარგი გამოსავალი იქნება, თუ მას გაასესხებენ , რათა ვნახოთ შეძლებს თუ არა იგი განვითარებას. ეს კლუბისთვის უსაფრთხო საშუალება იქნება (მერე რომ აქეთ ყიდვა არ მოუწიოს).

უესლი სნეიდერი

მადრიდის რეალის ფეხბურთელები 2009/10- ვინ უნდა წავიდეს და ვინ უნდა დარჩეს-preview

სნეიდერი შეიძლება წავიდეს , თუ კლუბი მის სანაცვლოდ 25 მლნ. ვეროზე მეტს მიიღებს, ან იმ შემთხვევაში , თუ მას გამოიყენებენ ალონსოს ან რიბერის გადმოსაყვანად. ის შესანიშნავი ფეხბურთელია.

რაფაელ ვან დერ ვაარტი

მადრიდის რეალის ფეხბურთელები 2009/10- ვინ უნდა წავიდეს და ვინ უნდა დარჩეს-preview

სწორი იქნება, თუ ამ ფეხბურთელს მეორე შანს მივცემთ , ის იმსახურებს იმ დროს, რომელიც მიეცა დრენტეს, გაგოს , იგუაინს და ყველა კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელს. კლუბმა იგი იმ შემთხვევაში უნდა გაყიდოს, თუ გასაოცარ შემოთავაზებს მიიღებს, სხვა შემთხვევაში უმჯობესი იქნება თუ დავიტოვებთ.

არიენ რობენი

მადრიდის რეალის ფეხბურთელები 2009/10- ვინ უნდა წავიდეს და ვინ უნდა დარჩეს-preview

რობენი კვლავ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია კლუბისთვის და ასეც იქნება , თუ მას ამაში ჯანმრთელობა დაეხმარება (რაც მეეჭვება , იმიტომ რომ უკვე წინასასეზონო ვარჯიშისას მოასწრო ამ ფეხბურთელმა ტრავმის მიღება), თუ კლუბმა მოახერხა რიბერის გადმოყვანა, მაშინ ეს ნიშნავს რობენს პლიუს თანხა ფრანგის სანაცვლოდ, რაც კლუბისთვის ძალიან კარგი გამოსავალი იქნება. ეს იმიტომ კი არა, რომ ის რიბერივით კარგი არაა, უბრალოდ იმის გამო, რომ მას მიდრეკილება აქვს ტრავმებისკენ და ყველამ კარგად იცის ამის შესახებ.

ა) კაკა
ბ) კრიშტიანო რონალდო
გ) პალანკა


თავდამსხმელები

ვან ნისტელროი

მადრიდის რეალის ფეხბურთელები 2009/10- ვინ უნდა წავიდეს და ვინ უნდა დარჩეს-preview

უმჯობესია ეს ფეხბურთელი გავყიდოთ და კლაას იან ჰუნტელაარი დავიტოვოთ , ვინაიდან ასაკი მაინც თავისას შვება უპირველე ყოვლისა.

იგუაინი

მადრიდის რეალის ფეხბურთელები 2009/10- ვინ უნდა წავიდეს და ვინ უნდა დარჩეს-preview
იცით თუ არა საუკეთესო გზა, რომ მოაკეტინო კლუბის მხარდამჭერებს, მწვრთნელებს, ჟურნალისტებს და ფეხბურთის სპეციალისტებს? ამის ერთადერთი გზა არის კარგი თამაში და იგუანმა ეს შეძლო. ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენჯერ გადაარჩინა არგენტინელმა მადრიდის რეალი წაგებას (ფრესაც) და ამიტომაცაა, რომ არავინ “წინასწარმეტყველებს” მის წასვლას, იმიტომ რომ ის ბევრს მუშაობს და შედეგსაც ღებულობს.

ჰუნტელაარი

მადრიდის რეალის ფეხბურთელები 2009/10- ვინ უნდა წავიდეს და ვინ უნდა დარჩეს-preview

ახალგაზრდა ფეხბურთელია, წინა სეზონის ბოლოს მიეცა თავის გამოჩენის საშუალება და გამოიყენა კიდევაც , შანსი უნდა მიეცეს და კლუბმა უნდა დაიტოვოს .

ა) ნეგრედო
ბ) რაული (უკვე დავიღალე მასზე წერით , ამიტომ უკომენტაროდ ვწერ მის სახელს)
გ) ბენზემა




აბა რას იტყვით? ეთანხმებით თუ არა კლუბის ასეთ წყობას? დაწერეთ თქვენი ვარიანტები.


წყარო: Realmadrid Talk
dle 10.1

  • shvela
  • 20 ივლისი 2009
  • 5958
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (231)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)