ანჩელოტი: „ყველაფრისათვის მზად ვართ“

ჩემპიონთა ლიგის მეოთხეფინალური ეტაპის განმეორებითი დაპირისპირების წინ, კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.


„ბენზემამ წინა კვირაში მიიღო დაზიანება და იმედი გვქონდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩისათვის მწყობრში ჩადგებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა.“

„საწყენია, რომ სეზონის მნიშვნელოვან ეტაპზე რამდენიმე მოთამაშე გამოგვაკლდა, მაგრამ ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ.ჩვენ განვლილი სეზონის მიწურულსაც გვქონდა ანალოგიური პრობლემა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ სტადიაზე, ლიდერებმა ვერ შეძლეს მოედანზე გამოსვლა.ეს ფაქტი გუნდის თავდაჯერებას ვერ შეარყევს.“

„ჩემი შეგირდები ყველაფრისათვის მზად არიან, მათ შორის, პენალტების სერიისთვისაც.“

„წამყვანი ფეხბურთელების არყოფნა არაფერს ცვლის.ჩვენ კონკურენტუნარიანი შემადგენლობა გვყავს და აუცილებლად გავაკეთებთ გასაკეტებელს.“

„„ვისენტე კალდერონზე“ შესანიშნავად ჩავატარეთ პირველი 45 წუთი.ვიმედოვნებ, ახლა, 90 წუთის განმავლობაში შევთავაზებთ მეტოქეს სასურველ თამაშს.“

„ვეცდები, რომ საუკეთესო თერთმეტეული გამოვიყვანო მწვანე მინდორზე.ჩვენი გეგმები არ შეცვლილა.“

„ჩიჩარიტომ ძალიან მაღალ დონეზე იასპარეზა „მალაგას“ წინააღმდეგ.“

„მოდრიჩმა სეზონის დასაწყისშიც მიიღო სერიოზული ტრავმა და მაშინ, ისკომ არ გვაგრძნობინა ხორვატის უთამაშებლობა.“

„ვგონებ, ხორვატიის ნაკრების ექიმი სხვა პლანეტაზე ცხოვრობს.მოდრიჩს სანაკრებო ბატალიების დროსაც შეეძლო დასვენების მიღება, თუმცა ნორვეგიის წინააღმდეგ უხმეს.მან კონტაქტის შედეგაც მიიღო დაზიანება.“

„გრიზმანს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ.ის შესანიშნავ სეზონს ატარებს.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)