ბარი მერფი: ”ვერც რონალდუ გამიტანს და ვერც ვერავინ”

როგორც მოგეხსენებათ, დღეს სამეფო კლუბი ამხანაგურ შეხვედრას გამართავს ირლანდიურ ”შემროკ როვერსთან.”ეს თამაში იმითაა საინტერესო, რომ ”რეალის” რიგებში ვიხილავთ ახალწვეულებს, რომლებიც შეეცდებიან გულშემატკივრების გულის გახარებას.


”შემროკ როვერსის” მეკარე, ბარი მერფი, საკუთარი კარის მშრალად შენახვას აპირებს.მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვერც რონალდუ და ვერ ვერავინ ვერ შეძლებს მისი კარის აღებას.

სამეფო კლუბის რომელი მოთამაშის გეშინიათ ყველაზე მეტად?
”მადრიდის რეალის” უკლებლივ ყველა მოთამაშე სახიფათოა, მაგრამ მე მაინც რონალდუსა და ვან ნისტერლოის გამოვყოფდი.ძალიან მომწონს ეგ ორი ფეხბურთელი.

თქვენ გასახდელში ალბათ საუბრობდით იმ თემაზე, როგორიცაა რონალდდუში გადახდილი ასტრონომიული თანხა...
მადრიდელებმა კრისტიანუში ძალიან დიდი თანხა გადაიხადეს.”მანჩესტერში” რონი შესანიშნავად ასპარეზობდა.მან არა ერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა ინგლისურ კლუბში.რასაკვირველია, ამ მოვლენამ მთელი მსოფლიო აალაპარაკა, თუმცა გასახდელში ჩვენ ასეთ თემებზე არ ვსაუბრობთ.

შესაძლოა, რონალდუმ თავისი პირველი გოლი სწორედ თქვენს კარში გაიტანოს...
ვიმედოვნებ, რომ ვერც რონალდუ და ვერც სხვა ვერ შეძლებს გოლის გატანას.ჩემი მიზანია, კარის მშრალად შენახვა.

თქვენ პროფესიონალი ფეხბურთელი ხართ?
დიახ, მე პროფესიონალი ვარ და ფეხბურთს დიდ დროს ვუთმობ, თუმცა ჩემი ხელფასი არცთუ ისე სოლიდურია.

”რეალთან” პაექრობა, ალბათ თქვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თამაში იქნება ცხოვრებაში...
რა თქმა უნდა, სერიოზული დაპირისპირება იქნება, მაგრამ არა მნიშვნელოვანი.ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ირლანდიის ჩემპიონატია.

დღეს კასილასი ვერ ითამაშებს, ალბათ ეს თქვენთვის უსიამოვნო ფაქტია...
იკერი ჩემი კუმირია და ვწუხვარ რომ ვერ შევძლებ მის წინააღმდეგ თამაშს.

როგორი შედეგი დაფიქსირდება?
ყველაზე მთავარი მონაწილეობაა. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)