რონალდუს ტოპ 10 მომენტი მანჩესტერის შემადგენლობაში

რონალდუს ტოპ 10 მომენტი მანჩესტერის შემადგენლობაში


როგორც იქნა რონალდუ მადრიდის რეალის საკუთრებიაა, მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მის მანჩესტერულ კარიერაში საუკეთესო მომენტები


10) მანჩესტერ იუნაიტედი 3-0 პორთსმუტი- ნოემბერი 2003 წელი

მართალია , მას ამისთვის ათი თამაში დასჭირდა, მაგრამ როგორც იქნა პორტუგალიელმა მოახერხა საკუთარი გოლების ანგარიშის გახსნა მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში. გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ შეხვედრაში ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე იჯდა , 15 წუთი იყო სათამაშოდ დარჩენილი, როცა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა დიეგო ფორლანი შეცვალა და მისმა პირველმა გოლმა კი მანჩესტერ იუნაიტედს თამაშის მოგების საშუალება მისცა.

9) მანჩესტერ იუნაიტედი 3-0 მილვალი- თასის ფინალი მაისი 2004 წელი

ჯერ კიდევ ახალგაზრდა რონალდუ , მოედანზე შესვლისთანავე იწყებს მოწინააღმდეგისთვის თავბრუსდახვევას საკუთარი ტექნიკის დემონსტრირებით. მიუხედავად იმისა, რომ წითელი ეშმაკები თასის ფინალის მოგების პრეტენდენტები იყვნენ, მათმა მეშვიდე ნომერმა მაინც ყველას დაანახა, რომ მათთვის საგანგაშო მოედანზე არაფერი არ ხდებოდა, არ იყო დიდი დრო გასული მას შემდეგ , რაც რონალდუ მანჩესტერში გადმოვიდა და მან თავის მანჩესტერულ კარიერაში პირველი უმნიშვნელოვანესი ტიტული მოიპოვა.


8) არესენალი 2-4 მანჩესტერ იუნაიტედი - თებერვალი 2005 წელი

ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ თამაშში რონალდუმ გამოაჩინა გამარჯვებისკენ სწრაფვის დიდი ამბიციები . ამ თამაშში მანჩესტერი ორჯერ იყო მდევრის როლში, მაგრამ მიუხედავად ამისა, რონალდუს ბრწყინვალე თამაშმა წითელ ეშმაკებს გამარჯვება მოუტანა, იგებდა რა არსენალი 2:1 -ს რონალდუმ 5 წუთში ორი გოლის გატანა მოახერხა , ხოლო საბოლოო წერტილი კი ჯონ ო’შიმ დასვა და ამით დაამტკიცა მანჩესტერელთა ამბიციები ტიტულის მოგებაზე.


7) ფულემი 1-2 მანჩესტერ იუნაიტედი- თებერვალი 2007 წელი

მიუხედავად იმისა,რომ მანჩესტერი ლიდერობდა პრემიერ ლიგის ცხრილს უკვე თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში, ისინი ამ თამაშის წინ მაინც იმედგაცრუებულნი იყვნენ თასის თამაშში რედინგთან განცდილი მარცხის გამო. თამაში ისე წარიმართა, რომ ფულემმა მოახერხა და გოლი გაიტანა, ისინი იგებდნენ მანამ ,სანამ გიგზმა ანგარიში არ გაათანაბრა და ისე ჩანდა, თითქოსდა მანჩესტერი ორ ქულას დაკარგავდა, მაგრამ ამ დროს რონალდუმ თამაში საკუთარ თავზე აიღო და ბრწყინვალე გარღვევის შედეგად მანჩესტერელებს მორიგი სამი ქულა მოუტანა, რამაც ისინი 9 ქულიანი უპირატესობით ცხრილის სათავეში მოაქცია.


6) მანჩესტერ იუნაიტედი 6-0 ნიუკასლ იუნაიტედი- იანვარი 2008 წელი

რონალდუმ შეასრულა საკუთარი პირველი ჰეთრიკი მანჩესტერის შემადგენლობაში ნიუკასლის წინააღმდე, როცა წითლებმა ეს უკანასკნელი მიწასთან გაასწორეს.

5) მანჩესტერ იუნაიტედი 2-0 პორტთსმუტი- იანვარი 2008 წელი


ნიუკასლის განადგურებიდან ერთი კვირის თავზე, რონალდუმ უკვე დუბლი შეასრულა გაიტანა რა ორი გოლი პორთსმუტის კარებში. უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ თამაშში რონალდუს მიერ გატანილმა თავისუფალმა დარტყმამ მსოფლიოს საფეხბურთო სამყარო აღტაცებული დატოვა, თვით პორტმუთის მეკარეც თავს აქეთ-იქით აქნევდა გატანილი გოლის შემდეგ. სერ ალექს ფერგიუსონმა კი თქვა, რომ ეს იყო ყველაზე საუკეთესო და შთამბეჭდავი გოლი, რომელიც მას ოდესმე ენახა .

4) რომა 0-2 მანჩესტერ იუნაიტედი-აპრილი 2008 წელი


რონალდომ რომის ოლიმპიურ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გოლი პირველივე შეხებაზე გაიტანა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საუკეთესოობა.

3) მანჩესტერ იუნაიტედი 1-1 ჩელსი- ჩემპიონთა ლიგის ფინალი მაისი 2008 წელი


მანჩესტერ იუნაიტედმა ამ თამაშში ჩელსი თერთმეტმეტრიანი დარტყმების სერიით დაამარცხა და ამ შეხვედრაში ყველას ახსენდება რონალდუს მიერ ვერ გატანილი თერთმეტმეტრიანი დარტყმა , მაგრამ მას ეს აპატიეს, აპატიეს იმ მიზეზით, რომ მან ცოტათი ადრე მანჩესტერელები დააწინაურა მას შემდეგ, რაც პეტერ ჩეხის კარში გოლი გაიტანა.

2) მანჩესტერ იუნაიტედი 3-2 ასტონ ვილა- აპრილი 2009 წელი


მიუხედავად იმისა, რომ ეს თამაში ბევრს დაამახსოვრდება იმით, რომ ამ თამაშში მაჩედამ წარმოაჩინა საკუთარი თავი, რონალდუმ თამაშის მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა.მას შემდეგ, რაც წითელმა ეშმაკებმა ორი თამაში ჩააგდეს, მანჩესტერელების ტიტულისთვის ბრძოლა ერთი დღით კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ამასთანავე მათ ასტონ ვილასთან თამაში უწევდათ ნემანია ვიდიჩის, უეინ რუნის, პოლ სკოულზის, რიო ფერდინანდისა და დიმიტრი ბერბატოვის გარეშე.

რონალდუმ მანჩესტერი დააწინაურა ,მაგრამ ასტონ ვილამ მოახერხა და წინ გავიდა ანგარიშით 2-1, ხოლო იუნაიტედს კი თამაშის მოსაგებად 10 წუთი ქონდა დარჩენილი. მაგრამ პორტუგალიელმა იმდენი მოახერხა, რომ ამ თამაშში დუბლი შეასრულა და მანჩესტერს ერთი ქულა გაუნაღდა , მაგრამ მერე ყველას გვახსოვს მაჩედას დარტყმა და ანგარიში უკვე 2-3 ხდება.

1) მანჩესტერ იუნაიტედი 1-0 პორტო - აპრილი 2009 წელი


მანჩესტერ იუუნაიტედი ამ თამაშის წინ მძიმე დღეში იყო, ვინაიდან წინა თამაში ოლდ ტრაფორდზე წითელმა ეშმაკებმა 2-2 დათმეს. ამასთანავე მანჩესტერელებმა იცოდნენ, რომ პორტოში არცერთ ინგლისურ კლუბს არ ქონდა მოგებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, რონალდუს ერთმა ზუსტმა დარტყმამ ისტორიული გამარჯვება და ნახევარფინალის საგზური მოუტანა მანჩესტერ იუნაიტედს.


წყარო: goal.com
dle 10.1

  • shvela
  • 2 ივლისი 2009
  • 3017
  • 1

1

10 აპრილი 2018 21:12

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Pirveli

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (177)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)