ინიესტა: "ისკო მადრიდის "რეალის" ლიდერია"

ანდრეს ინიესტას აზრით, ისკო სამეფო კლუბის წამყვანი მოთამაშეა.


"მრავალი წლის განმავლობაში ვიბრძოდი იმისთვის, რომ ჩემი გუნდის წარმატებაში წვლილი შემეტანა. იმედს გამოვთქვამ, კიდევ მრავალი წელი ვიზეიმებ გამარჯვებებს."

"სერხიო ბუსკეცი სასურველ ფორმაშია. მან კონდიციების აღდგენა ძალიან სწრაფად მოახერხა. მისი დაბრუნების შემდეგ კატალონიის "ბარსელონა" გაცილებით უფრო ძლიერი გახდა. ჩემი აზრით, ბუსკეცი მსოფლიოში საუკეთესო ჩამშლელი ნახევარმცველია."

"სიმართლე გითხრათ, მიხარია, რომ ნაკრებში ისკოს გვერდით მომიწევს თამაში. ვფიქრობ, ერთად ესპანელების გახარებას შევძლებთ. მწვრთნელმა მშვენივრად იცის ჩვენი შესაძლებლობები და იმედია, მინდორზე ერთად განგვამწესებს ნახევარდაცვაში. ისკო ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა იგი უკვე ჩამოყალიბდა მადრიდის "რეალის" ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ და ჩემი აზრით, იგი სამეფო კლუბის ლიდერია, რომელსაც ძალიან დიდი მომავალი აქვს, როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე."

Marca.com dle 10.1

  • Junior
  • 26 მარტი 2015
  • 4099
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)