ხედირა: „რთული იქნება „რეალის“ დატოვება“

როგორც ჩანს, სემი ხედირა მართლაც ბოლო თვეებს ატარებს მადრიდულ გრანდში.


გერმანელმა ფეხბურთელმა წინა ზაფხულს უარი განაცხადა „რეალთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და შემდეგ ისე განვითარდა მოვლენები, რომ კლუბის ხელმძღვნანელებს მეორედ აღარ დაუბარებიათ ფეხბურთელი „სანტიაგო ბერნაბეუზე,“ რომელიც 30 ივნისს თავისუფალი აგენტი გახდება.

ამჟამად, არაბი ფესვების მქონე მოთამაშე ლიოვის განკარგულებაში იმყოფება და საქართველოს ნაკრებთან საპაექროდ ემზადება.მან Marca-ს საშუალებით ერთგვარი მესიჯი გააგზავნა ესპანეთის დედაქალაქში: „მიყვარს სამეფო კლუბი და რთული იქნება მისი დატოვება.“

„ჩემი კონტრაქტის ბოლო დღემდე მაქსიმუმ გავიღებ „რეალისათვის.“ამაში ეჭვი არავის შეეპაროს“ - დაამატა ხედირამ.

აღსანიშნავია, რომ სემის ტრავმასთან დაკავშირებულ პრობლემებს, „კლასიკომდე“ გასტროენტერიტიც დაემატა, რისი წყალობითაც, 24 საათის განმავლობაში 3 კილოგრამი დაიკლო.

MARCA dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)