ბენზემა:"სეზონის დასკვნით ფაზას იდეალურ მდგომარეობაში შევხვდებით"

კარიმ ბენზემა ოპტიმისტურად არის განწყობილი და აცხადებს, რომ მისი გუნდი სეზონის დასკვნით ფაზას იდეალურ მდგომარეობაში შეხვდება...


"ჩვენ წავაგეთ "ელ კლასიკო", მაგრამ შესანიშნავად ვითამაშეთ. კმაყოფილი ვარ ჩემი გამოსვლით, ყველაფერი გავაკეთე გუნდისთვის. ვეცდები ტემპი არ დავაგდო და გადამწყვეტ თამაშებში გუნდს გატანილი გოლებით დავეხმარო."

"კრიშტიანო რონალდუ ფორმაში შედის, კატალონიაში მან გაიტანა, ასევე აქტიური იყო და თანაგუნდელებს გამჭოლი გადაცემებით ამარაგებდა. პორტუგალიელს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ყველაფერი წესრიგში აქვს."

"მიხარია, რომ შედეგიანი გადაცემა გავაკეთე, მაქსიმალური მოტივაციით ვთამაშობდი."

"მადრიდის "რეალი" მოგებების მანქანა უნდა გახდეს. წინ რთული მეტოქეები გვყავს. ლა ლიგაში წარმატებაზე ვფიქრობთ. "ვალენსია", "სევილია" და სხვები. ეჭვი არ მეპარება რთული ჯახები გველის, მაგრამ ათივე მატჩის მოგებას ვეცდებით. კატალონიელებს მეტი შანსი აქვთ, რადგან ყველაფერი მათზეა დამოკიდებული, მაგრამ "რეალი" ლუის ენრიკეს გუნდის წაბორძიკებას გამოიყენებს."

"სიმეონეს გუნდთან თამაში დიდ ენერგიას მოითხოვს. ვეცდებით, შელახული რეპუტაცია აღვიდგინოთ და ფანების გულები მოვინადიროთ. "ატლეტიკომ" ბოლო თამაშში ფიასკო განგვაცდევინა, ახლა კი ჩვენი ჯერია."

"ლუკა მოდრიჩი? ის საჭირო ფეხბურთელია. ხორვატია გარეშე ნახევარდაცვა ვერ არის ისეთი მობილური, როგორიც მასთან ერთად. დასკვნით ფაზას ლუკასთან ერთად, საუკეთესო კონდიციაში შევხვდებით." dle 10.1

  • Hala
  • 24 მარტი 2015
  • 1849
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (203)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)