ანჩელოტი: „ბოლო 30 წუთი საშინლად ჩავატარეთ“

წაგებული „ელ კლასიკოს“ შემდეგ, კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.


„გულშემატკივრებმა 2 მაღალი დონის კლუბის შერკინება იხილეს.ვფიქრობ, მსაჯის სასტარტო სასტვენიდან ერთი საათის განმავლობაში, მადრიდელები ნაყოფიერად ირჯებოდნენ მწვანე მინდორზე, თუმცა მეორე გაშვებული გოლის შემდეგ სიტუაცია გართულდა.პირველ ნახევარში საიმედოდ ვიცავდით თავს და შესაბამისი კონცენტრაციაც არ გვაკლდა.“

„მიუხედავად მარცხისა, ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ.რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან დაიძაბა პრიმერა დივიზიონი, თუმცა ბოლომდე ბრძოლაა საჭირო.ისე უნდა ვიასპარეზოთ, როგორც „ბარსასთან“ პირველი ტაიმის განმავლობაში.“

„რასაკვირველია, ესპანეთის ჩემპიონატი არ დასრულებულა.კატალონიელებს უპირატესობა აქვთ სატურნირო ცხრილში, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება.“

„გუნდმა ჩვეული ტაქტიკით ითამაშა.ბეილი ხშირად ეხმარებოდა მცველებს.ბოლო 30 წუთი საშინლად ჩავატარეთ“

„ძალიან ბევრი გუნდი უშვებს გოლს სტანდარტული მდგომარეობიდან.ეს ჩვეული მოვლენაა ფეხბურთში.“

„ცხადია, წაგებამ გული დაგვწყვიტა, მაგრამ კარგზე უნდა ვიფიქროთ.ჩემპიონატი გრძელდება.დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.“

„კრიშტიანუ თავდაუზოგავად იბრძოდა.მან შედეგიანი დარტყმის განხორციელება მაოხერხა და ამასთანავე, კიდევ რამდენიმე ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა.“

„მოდრიჩმა და კროოსმა დიდი სამუშაო შეასრულეს.ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მათი მოქმედებები.მომეწონა ნახევარმცველების გარჯა.დაღლაზე საუბარი ზედმეტია.“

AS dle 10.1

  • Nodarii
  • 23 მარტი 2015
  • 6098
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)