ანჩელოტი: „ბეილს დამატებითი პასუხისმგებლობა არ ეკისრება“

„ბარსელონასა“ და „რეალის“ უაღრესად მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ, კარლო ანჩელოტიმ ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა.


„ფავორიტის სტატუსი სათამაშო ფორმიდან არ გამომდინარეობს.ამ მომენტისათვის, ჩვენი მეტოქე უკეთეს კონდიციებშია, თუმცა ევჭგარეშეა, რომ ორივე გუნდისათვის ძალიან მძიმე პაექრობა იქნება.სამეფო კლუბის შემადგენლობა თავდაჯერებული გამოვა მწვანე მინდორზე.ჩვენ გვაქვს კარგი შანსი, რომ პრიმერას ლიდერობა დავიბრუნოთ.“

„რა თქმა უნდა, მომავალ „კლასიკოს“ ისეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება, როგორც „ატლეტიკოსთან“ მატჩებს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ სტადიაზე.“

„ჯერ არ გავგიჟებულვარ.ჩვენ კარგად მოვამზადეთ სტრატეგია და ვეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ გამარჯვებისათვის.“

„თითოეული გუნდი საკუთარი სტილით გამოირჩევა.ვეცდებით, რომ ჩვეულად ვიასპარეზოთ და გამოვიყენოთ უპირატესობები.“

„ბარსელონელები წარმატებულად გამოდიან, თუმცა, რასაკვირველია, მესის თამაში გამოსაყოფია.“

„გასახდელში საბრძოლო განწყობა სუფევს.ჩვენ დავუპირისპირდებით დიდ გუნდს სეზონის მნიშვნელოვან ნაწილში.ფეხბურთელები საუკეთესო შეხვედრის ჩატარების მოლოდინში არიან.“

„დაცვასა და შეტევაში ნაყოფიერი ასპარეზობა წარმატების გასაღებია.ამასთანავე, საჭიროა ხასიათის გამოვლენა.“

„გერმანელებთან განმეორებითი პაექრობის შემდეგ, მადრიდელების ფიზიკური მდგომარეობა გამოსწორდა.მოდრიჩისა და რამოსის დაბრუნება მეტად ნიშანდობლივია გუნდისათვის.სიმართლე გითხრათ, ასეტი ტიპის თამაშებს იგებს გონება და არა კონდიციები.“

„ნამდვილად არ ვნანობ, რომ რიგ შემთხვევებში რისკზე მივდივარ.ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩის ჩატარება მოგვიწევს.“

„კრიშტიანუს, როგორც მის თანაგუნდელებს, ნაყოფიერი კვირა ჰქონდათ.მოთამაშეებმა კარგად ივარჯიშეს.ისინი მაქსიმალურად არიან კონცენტრირებულნი.“

„შესაძლოა რონალდუ არ იყო ფორმაში, თუმცა მისმა გოლებმა მეოთხედფინალის საგზური მოგვაპოვებინა.

„ბეილს თანაგუნდელებისგან განსხვავებული პასუხისმგებლობა არ ეკისრება.მას ევალება, რომ ერთნაირად იასპარეზოს, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში.გარეთს პოზიციას ვერ შევუცვლი.ის არასდროს დამდგარა მოედნის ცენტრში.“

„სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ფრეზე არასდროს მიფიქრია და გამონაკლისი არც ხვალინდელი თამაში იქნება.მხოლოდ გამარჯვება.“

„ოდეგარი თავდაუზოგავად ვარჯიშობს და თამაშობს კარგად.“

„ძალიან მომწონს მსოფლიოს საუკეთესო გუნდის გაწვრთვნა.მეამაყება, რომ ასეთი მატჩების ნაწილი ვარ.ეს ხშირად არ ხდება კარიერაში.“

„კოენტრაუს ნაკრებში გამოძახება სიურპირიზი არ ყოფილა ჩემთვის.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)