ბექჰემი: "ანჩელოტი "რეალისთვის" შესაფერისი მწვრთნელია“

სამეფო კლუბის ყოფილმა ნახევარმცველმა დევიდ ბექჰემმა, თავისი ექს კლუბის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.


"თუ "ბლანკოსი" თითოეულ მატჩში 4-0 ან 5-0-ს ვერ იგებს, მაშინვე ყველა პრობლემებზე იწყებს საუბარს".

""თეთრებს" მსოფლიო მასშტაბით მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს, რომელთა მოლოდინი ყოველთვის მაღალია. წარმატებული სეზონის შემდეგ, რთულია ისევ საუკეთესო თამაში აჩვენო".

"სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ რაიმე სერიოზულ მიზეზს, რომ გუნდში არსებულ პრობლემებზე ვისაუბრო. ანჩელოტის შეგირდები ჩემპიონატში ერთ-ერთი ლიდერებია არიან და ამასთანავე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისტები. რაც ხდება, ეს უბრალოდ ქომაგთა დიდი მოლოდინის ბრალია".

"მე მიყვარს კარლო, ის ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანი და მწვრთნელია, ვისთანაც კი ოდესმე მიმუშავია. ის ძალიან მოკრძალებული ადამიანია, რომელიც ყოველთვის გამარჯვებისკენ ისწრაფვის".

"წარმატება, რომელიც მან მადრიდულ გრანდში მიაღწია წარმოუდგენელია, თუმცა სიმართლე გითხრათ, მე ნამდვილად არ გამკვირვებია. ჩემი აზრით, იტალიელი სპეციალისტი სამეფო კლუბისათვის შესაფერისი მწვრთნელია. მან იცის, როგორ მოიპოვოს პატივისცემა ფეხბურთელებისგან."

AS dle 10.1

  • Madri
  • 21 მარტი 2015
  • 1944
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)