„ღვთაებრივი კომედია“

ელ კლასიკო ანუ ღვთაებრივი კომედია,ასე შეიძლება მოინათლოს ეს საფეხბურთო ზეიმი.


დიახ,არც მეტი,არც ნაკლები ეს კომედიაა,ოღონდ ღვთაებრივი,რომელიც იდგმება მწვრთნელების და თამაშდება 22 ფეხბურთელის მიერ,რომელიც 1929 წლიდან მოყოლებული წელიწადში მინიმუმ ორჯერ იმართება და რომლის დროსაც მთელი საფეხბურთო სამყარო 90 წუთით დუმდება,დუმდება მხოლოდ ერთი მიზნითა და მიზეზით - მიიღოს სიამოვნება.

აქ ყველაფერია მოსალოდნელი.აქ არაფერია წინასწარ განსაზღვრული,გათვილილი,აქ არ არსებობს უპირობო ფავორიტი,აქ ფიასკოც განგვიცდია (2009წ 2-6, 2010წ5-0) და ტრიუმფიც გვიზეიმია (1935წ 8-2, 1993წ 11-1 )

კლასიკოს კედლებს რა არ უნახავს და რა არ განუცდია: აქ ელ კაპიტანო პუბლიკას „კრავებივით ადუმებდა“, აქ ფიგუს ღორთან აიგივებდნენ,აქ გაუჩოს მადრიდისტები ფეხზე წამომდარი აპლოდისმენტებთ აცილებდა და აქ თვით „განსაკუთრებული“ ნამდვილ კორიდას აწყობდა....

ფაქტია, გუნდში ბოლო დროს მონატერი აირია,მიუხედავად ამისა „კარლიტოს გზას“ რეალში დადებითად აფასებენ.ცხადია,არც ჩვენ ვართ „დაუმარცხებელი“ და „ხელშეუხებელი“,მაგრამ ვიმედოვნებთ, დღეს „მწვანე ბილიკზე“ რეალის ისევ „მებრძოლთა კლუბს“ ვიხილავთ, „სამი მეგობარი“ (BBC) ჩვეულ ფორმაში მოგვევლინება,ბარსას „ბუდეზე სხვა გადაფრინდება“, კამპნოუ „შეშლილთა კლუბს“ დაემსგავსება,რონის „მეხუთე გონება“ გაეხსნება,პეპე ისევ „კაკონმორჩილი მოქალაქე“ გახდება,ბეილი Forest Gump-ივით ჩაუქროლებს მცველებს,მადრიდისტები „ზოლიან სამოსში“ „არაჩვეულებრივ გამოფენას“ მოაწყობენ,ბარსას მცდელობა „ (სხვას) გადაუხადოს“ ამაოდ ჩაივლის,მინიმუმ „პრესტიჟის“ გოლს გაიტანენ.

ასე რომ, „ქალის სურნელი“ თუ არა, მოგების უდავოდ მცემს,წინააღმდეგ შემთხვევაში არც მაკმერფივით „შეშლას“ ვაპირებთ და არც „სამოთხის კარზე დავაკაკუნებთ“ ,რადგან ჩვენ ვიქნებით თუნდაც მადრიდისტები,ოღონდ სამუდამოდ.

მოკლედ,ქალბატონებო და ბატონებო,Comienza La Comedia (კომედია იწყება ).......

სტატიის მოწოდებისთვის დიდი მადლობა ჩვენი საიტის ერთ-ერთ მომხმარებელს .

პატივისცემით HalaMadrid.Ge-ს ადმინისტრაცია
dle 10.1

  • Hala
  • 20 მარტი 2015
  • 5165
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)