ანჩელოტი:"შარშან ჩემპიონთა ლიგის ფინალზე მნიშვნელოვანი მატჩი კოპაზე ჩავატარეთ"

კარლო ანჩელოტიმ ვრცელი და მრავლისმომცველი ინტერვიუ ჩაწერა...


"ყოველთვის მსურდა მწვრთნელობა, ეს არის ჩემი საყვარელი საქმიანობა. ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ კარგი შედეგები მქონდეს. ფეხბურთელებთან ურთიერთობა მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ფსიქოლოგიური მზადყოფნა სპორტში უმთავრესი გახლავთ."

"ბევრი ფიქრობს, რომ "რეალში" მუშაობა რთულია, ვინაიდან კოლექტივში არაერთი ვარსკვლავია. ჩემი აზრით, მათთან ურთიერთობა სასიამოვნო და ადვილია. მთავარი ფსიქოლოგიური მიდგომა, დანარჩენი ყველაფერი თავისით ხდება. მე ვმუშაობ ძალიან მოტივირებულ ფეხბურთელებთან, რომლებმაც შარშან ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, მაგრამ წელს კიდევ უფრო კარგი შედეგების ჩვენება სურთ."

"გარდა იმისა, რომ საჭიროა მართებული ტაქტიკის დასახვა, ასევე აუცილებელია შეგირდების მოტივირება. ეს უმთავრესი ასპექტი გახლავთ. არ აქვს მნიშვნელობა ფეხბურთელი მოედანზე გადის თუ სათადარიგოთა სკამზე ზის, ის მუდამ მობილიზებული უნდა იყოს და მეტოქის დამარცხებაზე ფიქრობდეს."'

"პარიზში მუშაობის დროს გუნდის აღმშენებლობა დამავალეს, თუმცა ყველაფრის გაკეთება ვერ მოვახერხე, რადგან მადრიდის "რეალში" გადმოვედი სამუშაოდ. პარიზში საკმაოდ სერიოზული ცვლილებები განხორციელდა, რამაც შედეგები გამოიღო. დღეს ბლანის გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალშია. ესპანეთში ჩამოსვლის შემდეგ ტიტულებზე გავაკეთე ორიენტაცია, "ბლანკოსს" აღმშენებლობა არ სჭირდებოდა, "ლა დესიმა" საოცნებო იყო და მიზანს მივაღწიეთ."

"ჩემი აზრით წლის მატჩი "ლა კოპას" ფინალში გავმართეთ, როდესაც გარეთ ბეილმა კატალონიელებს საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა და ულამაზესი დრიბლინგის წყალობით გამარჯვების გოლის გატანა შეძლო. ეს იყო დიდი მუხტი, რაც სეზონის ბოლომდე მიგვყვა და "ატლეტიკოსთან" ბოლო წუთზე ჩემპიონთა თასი მოგვაგებინა. ლიგის ფინალი რა თქმა უნდა დაუვიწყარი იყო, მაგრამ უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებად "ელ კლასიკოს" მივიჩნევდი, იმ პაექრობამ ბევრი რამ შეცვალა."

"დიეგო სიმეონე იდეალური მწვრთნელია. "ატლეტიკომ" არნახული წინსვლა აჩვენა. შარშან მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ბევრს ეგონა, რომ წელს "როხიბლანკო" ჩამოიწერებოდა, მაგრამ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე დედაქალაქელები უკვე არიან 8 საუკეთესო გუნდს შორის, პრიმერაში კი ლიდერთან სხვაობა 9 ქულას შეადგენს, თუმცა "ელ კლასიკოს" დასრულების შემდეგ სხვაობა შესაძლოა შემცირდეს."

"მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგებით წერტილი დავუსვით შესანიშნავ წელს, რომელშიც 4 ტიტულის მოპოვება მოვახერხეთ. ეს იყო იდეალური განცდა. მადრიდში მოსვლისთანავე არნახულ წარმატებას მივაღწიე."

"მწვრთნელებს შორის დიდი კონკურენციაა, რადგან ევროპულ ფეხბურთში არაერთ მაღალი დონის სპეციალისტს ვხვდებით. ყველას საკუთარი აზრი და შეხედულება აქვს. ხშირია კამათი, ნერვების თამაში და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა ერთმანეთს აფასებს."

"კრიშტიანო რონალდუ "ბლანკოსის" საჩუქარია. პორტუგალიელისნაირი ფეხბურთელი არ მინახავს. ის ბუნებრივი ნიჭით დაიბადა, თუმცა ბევრია ტალანტი, მაგრამ მუშაობა ეზარება და მაქსიმუმს ვერ აღწევს. ვფიქრობ, შვიდიანმა ყოველგვარ მოლოდინს გაგადააჭარბა და იმაზე მეტს მიაღწია, ვიდრე შეეძლო. ყველა თამაშში რონი ვარსკვლავია. მიმუშავია ზიდანთან, ის ნამდვილი გენიოსი იყო, ფრანგს უდიდეს პატივს ვცემ, ახლა კი მიხარია, რომ ყოველდღიურად ვწვრთნი ფეხბურთელს, რომელმაც ოქროს ბურთი 3-ჯერ მოიგო."

"იტალიის ეროვნული ნაკრები გარკვეულ პაუზებს იღებს. გუნდი 12 წელიწადში ერთხელ ახერხებს მუნდიალზე წარმატების მიღწევას. 2006 წელი მარჩელო ლიპის გუნდისთვის იდელაური იყო, მათ მართლაც დამსახურებულად მოიპოვეს მსოფლიო თასი. 2010 წელი გუნდმა უტიტოლოდ დაასრულა, ანალოგიური მოხდა 2014-შიც, ახლა კი წინ 2018 წელია. (იცინის). თუ 2018 წელს ჩემპიონატს "იტალია" მოიგებს, მომდევნო თასის აღმართვა 2030 წელს მოგვიწევს, ამ დროს 71 წლის ვიქნები. (იცინის) dle 10.1

  • Hala
  • 20 მარტი 2015
  • 4644
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)