რამოსი:"ეს ყველაფერი ანჩელოტის დამსახურებაა"

სერხიო რამოსის განცხადებით, მადრიდის "რეალის" შესანიშნავი თამაში იმ დიდმა სამუშაომ განაპირობა, რომელიც კარლო ანჩელოტიმ ჩაატარა და გუნდი გამოაფხიზლა...


"ჩვენი სტადიონი ყოველთვის მომთხოვნია, ხანდახან ბეილსაც და ანჩელოტისაც უსტვენენ. ეს ალბათ წარმოუდგენელია, მაგრამ დედაქალაქელი ქომაგი ყოველთვის მაქსიმუმს ელის."

"პერსპექტივა არსებობდა, ჩვენ აუცილებლად უნდა მოგვეგო "ლევანტეს" წინააღმდეგ. კატალონიელებთან სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა, რომელიც "ნოუ კამპზე" უნდა აღმოიფხვრას. ჩვენი მიზანი ლუის ენრიკეს კოლექტივის დამარცხება და პირველი ადგილის დაბრუნება იქნება. გულშემატკივრები მაქსიმუმს ელიან, არაერთი "კლასიკო" გამიმართავს, ვინაიდან წლების მანძილზე თეთრ მაისურს ვატარებ."

"ზეწოლა ყოველთვის დიდია, მაგრამ მხარდაჭერასაც ვგრძნობ. მსურს, გახარებული ადამიანების სახეების ხილვა, რომლებიც "სიბელესზე" ჩვენი გუნდის ჩემპიონობას იზეიმებენ."

"სეზონის დასკვნით ფაზაში შევდივართ. თუ არ ჩავთვლით სამეფო თასიდან ნაადრევ გამოთიშვას, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ლა ლიგაში ლიდერს მხოლოდ 1 ქულით ჩამოვრჩებით, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში კი მეტოქეს ველით."

"კრიშტიანო ბევრს ცდილობდა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა, ის სეზონში მეტოქის კარის 50-60-ჯერ აღებას არის მიჩვეული."

"ანჩელოტის კრიტიკა გაუგებარია, სწორედ იტალიელის დამსახურებაა "ბლანკოსის" ლაღი თამაში, რომელიც გუნდმა "ლევანტესთან" აჩვენა." dle 10.1

  • Hala
  • 16 მარტი 2015
  • 3521
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)