ანჩელოტი:"ორი ფეხბურთელის გამოყოფა შემიძლია"

კარლო ანჩელოტიმ კრიშტიანო რონალდუსა და ზინედინ ზიდანზე ისაუბრა, მისი თქმით ეს ორი ფეხბურთელი როგორც გულშემატკივრებს, ასევე მწვრთნელებს ანიჭებდნენ სიამოვნებას...


ზიდანი და რონალდუ

"ზიზუ წარმოუდგენელი ფეხბურთელი იყო, ის მოედანზე შოუებს დგამდა და მიხაროდა, როდესაც მის თამაშს ვუყურებდი, ახლა კი ანალოგიურს კრიშტიანო რონალდუ აკეთებს, მისი მონდომება და პროფესიონალიზმი დასაფასებელია, პორტუგალიელი ფეხბურთელი ზიდანთან ერთად საუკეთესოა, ვინც კი ოდესმე გამიწვრთნია."

ყველაზე ცუდი მომენტი

"არასდროს დამავიწყდება "ლივერპულთან" მარცხი. არ ვიცი რა დაგვემართა, პირველ ტაიმში 3-0 გავიმარჯვეთ, საბოლოო ჯამში კი ჩემპიონთა თასი ინგლისელებმა მოიგეს. 2003 წელს უბედნიერესი ვიყავი და მსურდა, 2 წელიწადში ანალოგიური გამემეორებინა, რისი საშუალებაც ბენიტესის გუნდმა არ მომცა."

შარშანდელი ფინალი

"დიდი წნეხის ქვეშ ვითამაშეთ, გულშემატკივრები ტიტულის მოგებას გვთხოვდნენ, რესურსი არსებობდა, ამიტომ უნდა გაგვემარჯვა. გავერთიანდით და 93-ე წუთზე საოცრება მოვახდინეთ, ის მომენტები არასდროს დამავიწყდება.

შიში

"როდესაც ფინალში თამაშობ, არაფრის გეშინია, რადგან არ ფიქრობ მომავალში რა მოხდება, მხოლოდ კონკრეტული შერკინების წარმატებით დასრულებაზე ხარ ორიენტირებული."

პეპე

"პორტუგალიელი ძალიან სოლიდური მცველია, რომელიც პოზიციურად შესანიშნავად თამაშობს, ის ჩვენი კოზირი გახლავთ."

ვარჯიშები

"მომზადების დროს ხუმრობა ძალიან მიყვარს, ფეხბურთელებთან მაქსიმალურად კომუნიკაციას ვამყარებ, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. როდესაც ბევრს ვმუშაობთ ხუმრობის დრო არ რჩება."

საოცნებო ფეხბურთელი

"როდესაც "მილანში" ვმუშაობდი, სტივენ ჯერარდის დამატება ძალიან მსურდა, მაგრამ ინგლისელი ფეხბურთელი "ლივერპულის" ერთგული კაპიტანი აღმოჩნდა.

პრეზიდენტებთან ურთიერთობა

"არაერთ კლუბში მიმუშავია და ყველაზე პრეზიდენტთან კონსტრუქციული ურთიერთობა მქონდა, რომელიც პატივისცემაზე იყო აგებული."

იტალიის ნაკრები

"იმედი მაქვს, მოვა დრო, როდესაც "სკუადრა აძურას" ჩავიბარებ და მასთან ერთად მწვერვალებს დავიპყრობ." dle 10.1

  • Hala
  • 14 მარტი 2015
  • 4129
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (325)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)