დეკუ:"მესი ნიჭიერია, რონალდუ კი შრომისმოყვარე"

კატალონიის "ბარსელონასა" და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, დეკუმ კრიშტიანო რონალდუზე, ლიონელ მესიზე და თანამედროვე მწვრთნელებზე ისაუბრა...


"კრიშტიანო რონალდუ უდავოდ ნიჭიერი ფორვარდია, თუმცა მან თავის მიზანს დაუღალავი შრომის ხარჯზე მიაღწია, ის საპატივსაცემო ფიგურა გახლავთ. მესისთან ერთად მითამაშია და ვიცი თუ რამხელა ტალანტს ფლობს იგი. მერწმუნეთ, არგენტინელში ბუნებრივი ნიჭია, რომელსაც "ბარსელონა" უკვე წლების იყენებს."

"კატალონიელთა საუკეთესო ფეხბურთელს ნამდვილად ვერ დავასახელებ. როდესაც "ბარსელონაში" ვთამაშობდი, მესი პირველ ნაბიჯებს დგამდა, მაგრამ პერსპექტივა აშკარა იყო. ყველას საკუთარი შეხედულება აქვს, მაგრამ საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მოედანზე გამოვსულვარ რონალდინიო იყო. მე არ მინახავს ფეხბურთელი, რომელსაც მისი დონის ტექნიკური არსენალი ჰქონდა. გაუჩო ყოველთვის ყველას აოცებდა, როგორც ვარჯიშებზე, ასევე მოედანზე."

"ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად სქოულზი მიმაჩნია, ის ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელი გახლდათ."

"მოურინიოს საუკეთესოდ ვასახელებ. ვიცი რა დონის მწვრთნელები არიან სანტუში, ლუიშ ფელიპე სკოლარი, კარლო ანჩელოტი და სხვები, მაგრამ ჟოზე მართლაც განსაკუთრებულია, მისი ამბიციურობა ყოველგვარ საზღვარს სცდება. არ დამავიწყდება "პორტოს" ტრიუმფი, რომელიც სწორედ ჩემმა თანამემამულემ მოაგებინა გუნდს." dle 10.1

  • Hala
  • 13 მარტი 2015
  • 4762
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)