ნავასი:"მუნდიალის შემდეგ არაერთი კლუბი შემეხმიანა, მაგრამ "რეალი" ავირჩიე"

კეილორ ნავასმა, "ას"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ბევრი მსურველი ჰყავდა, მაგრამ "რეალი" აირჩია...


"მადრიდში იმიტო ვარ, რომ ასე გადავწყვიტე. ვფიქრობ, ოპტიმალურად მოვიქეცი. ძირითადი შემადგენლობის კიპერად არ ვითვლები, მაგრამ იმედს არ ვკარგავ და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ. "ლევანტეს" რიგებში ეფექტურად ვითამაშე, მსოფლიო ჩემპიონატზე კი ეროვნული ნაკრების კარი ღირსეულად დავიცავი, სწორედ ამიტომ შემომთავაზა ფლორენტინო პერესმა მადრიდული გიგანტის მაისურის მორგება."

"აქ განსხვავებული სიტუაცია დამხვდა, მაგრამ საბრძოლველად მზად ვარ. მსურს, "ბლანკოსის" კარის უსაფრთხოება წლების მანძილზე დავიცვა. გუნდთან მრავალწლიანი ხელშეკრულება გავაფორმე, ბევრს ვმუშაობ იმისათვის, რომ მთავარი მწვრთნელის ნდობა მოვიპოვო და ძირითად შემადგენლობაში ადგილი მივიღო, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია."

"ყოველთვის თავმდაბალი და შრომისმოყვარე ვიყავი, პრეტენზიებს არ გამოვთქვამ და საკუთარ შანსს ველოდები. არ ვთვლი, რომ "მერენგებში" გადასვლით რეგრესი განვიცადე, ეს დიდი ნაბიჯი იყო, მაგრამ მუდმივად სათადარიგოთა სკამზე ჯდომას აზრი არ აქვს, ბევრი ბრძოლა მომიწევს." dle 10.1

  • Hala
  • 13 მარტი 2015
  • 1986
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)