დუდეკის პრეს-კონფერენცია

ერჟი დუდეკი ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთაგან , რომელიც საკუთარ მესამე ე.წ. preseason-ს ატარებს მადრიდის რეალის შემადგენლობაში. პოლონელმა გოლკიპერმა , რომელიც მოსალოდნელია, რომ ითამაშებს კლუბის პირველ წინასასეზონო შეხვედრაში , ისაუბრა კლუბის ვარჯიშებზე გასული ერთი კვირის განმავლობაში და ამასთანავე ახალმოსულ ფეხბურთელებზე.


როგორ მიდის წინასასეზონო მომზადება ასე შორს?

ძალიან კარგად. ჩვენ არ გვყავს ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი. ჩვენ მუშაობა ორი კვირის წინ დავიწყეთ და კლუბი თავს კარგად გრძნობს მას შემდეგ, რაც ირლანდიაში ჩამოვედით. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ რადგან გვინდა , რომ წარმატებული სეზონი გვქონდეს.

გიხარიათ თუ არა, რომ კიდევ ერთი სეზონი დარჩებით?


ისევე , როგორც ჩემი ოჯახი, მეც ძალიან გახარებული ვარ. მე მომეცა საშუალება, რომ მადრიდის რეალთან გამეხანგრძლივებინა კონტრაქტი და მე ერთი წუთითაც არ დავფიქრებულვარ. წინა ორი წელი ზალიან სწრაფად გავიდა. როცა ვალდანომ დამირეკა , მე ვიცოდი , თუ რა მინდოდა. მე ეს განვიხილე ჩემ ოჯახთან ერთად და გადავწყვიტეთ, რომ მადრიდის რეალში დარჩენა საუკეთესო გამოსავალი იყო. მეც მინდოდა, რომ ვყოფილიყავი კლუბის ნაწილი.

იყავით თუ არა გაოცებული ?

დიახ, ცოტათი. ბევრი ლაპარაკობდა ჩემს შესაძლო გაყიდვაზე და შემდეგ უცბად, მე დამირეკეს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. მე ძალიან გამიხარდა მათი მხრიდან ასეთი საქციელი. მე და ჩემი ოჯახი ძალიან ბედნიერი ვართ მადრიდში და გვინდა აქ დარჩენა.

ხვალ პირველ წინასასეზონო შეხვედრას ატარებთ შემროკ როვერსსთან

ვფიქრობ ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა, ეს ჩვენ ძალიან წაგვადგება. ჩვენ კონცენტირებულნი უნდა ვიყოთ მოგებაზე და ვიმედოვნებ , რომ წარმატებული სტარტი გვექნება.

გაიტანს თუ არა გოლს კრიშტიანო რონალდუ?

შეიძლება გოლი კარიმმა გაიტანოს , არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ახალმოსული ფეხბურთელისთვის კარგი იქნება , თუ დებიუტს გატანილი გოლით აღნიშნავს.


წყარო: realmadrid. com
dle 10.1

  • shvela
  • 19 ივლისი 2009
  • 1841
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)