ისკო:"გუნდმა ბოლომდე იბრძოლა"

"ბილბაოსთან" წაგების შემდეგ ჟურნალისტებთან ისკო ალარკონი წარსდგა და მატჩი გააანალიზა...


"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გუნდი "სან მამესზე" ბოლომდე დაიხარჯა, მაგრამ ეს არის რეალური სირცხვილი. პირველ ადგილზე საკმაოდ კომფორტულად ვიყავით განლაგებული, ახლა კი ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, ვინაიდან ჯერ "ვილიარეალთან" , შემდეგ კი ბასკებთან გავანიავეთ ქულები სატურნირო ცხრილის პოზიცია ეჭვქვეშ დავაყენეთ."

"ჩვენ გვაკლია სიზუსტე. მთელი ტურნირის მანძილზე სწორედ ამ კომპონენტით გამოვირჩეოდით, ახლა კი მართლაც დასახვეწია გარკვეული ნიუანსები, ვინაიდან ბოლო ორი თამაში ცუდად ჩავატარეთ."

"სულ ცოტა ხნის წინ "ბარსელონასთან" 4 ქულიანი სხვაობა გვქონდა, ახლა კი კატალონიელებს პირველ ადგილზე გადასვლის შანსი ეძლევათ, მაგრამ წინ არის "ელ კლასიკო" და არაერთი მნიშვნელოვანი ტური როგორც ჩვენთვის, ასევე ლუის ენრიკეს შეგირდებისათვის."

"ვფიქრობ, ფიზიკური თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ გვაქვს, ფეხბურთელები თავს კარგად გრძნობენ და ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯებიან. მომდევნო ტურებში გაასმაგებული ყურადღებით თამაში გვმართებს."

"გულშემატკივრებმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნონ და მხარში დაგვიდგნენ, რადგან მათი ქომაგობა ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება. კოლექტივი დაშვებულ შეცდომებს გააანალიზებს და ყველაფერს გააკეთებს წარმატების მისაღწევად. სწორ გზაზე დადგომა ამ ეტაპზე უპირველესი მიზანია." dle 10.1

  • Hala
  • 8 მარტი 2015
  • 2246
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)