ანჩელოტი: „მოდრიჩი „შალკესთან“ დაბრუნდება“

იტალიელმა დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ, „სან მამესზე“ გასამართი დაპირისპირების წინ, პრესკონფერენცია გამართა.


„დიახ, გეტყვით, რომ მოდრიჩი ხვალინდელ პაექრობაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში დაბრუნდება მოედანზე. „ატლეტიკის“ წინააღმდეგ, ლუკას სილვას, ილიარამენდისა და ხედირას შორის მომიწევს არჩევანის გაკეთება.“

„სად უნდა გაიმართოს სამეფო თასის ფინალი? აღნიშნული საკითხი ჩემ კომპეტენციაში არ შედის.“

„სეზონის გადამწყვეტი მომენტი დგება და რა თქმა უნდა, მჯერა ჩემი შეგირდების.ახლა, თითოეულ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს.ჩვენ ლიდერის პოზიციაზე ვართ პრიმერაში, ხოლო წარმატებით ვასპარეზობთ ჩემპიონთა ლიგაზე.განვლილ სეზონში რამდენიმე ტიტული მოვიგეთ და დარწმუნებული ვარ, მიმდინარესაც ნაყოფიერად დავასრულებთ.“

„ვფიქრობ, ტრანსფერებზე ფიქრისა და საუბრის დრო არ არის.დანილო, ისევე როგორც ბევრი სხვა ფეხბურთელი, ძალიან მომწონს.“

„შემადგენლობა თავდაუზოგავად ემზადება ბილბაოში გასამართი თამაშისათვის.ბუნებრივია, კრიტიკა არ მიკვირს, რამეთუ ასეთი შინაარსის შემცვლელი განცხადებები ყოველთვის ტრიალებს ჩემ ირგვლივ და ამაში განსაკუთრებული არაფერია.„ვილიარეალთან“ განხორციელებულ ცვლილებებს არ ვნანობ.“

„ცხადია, ყოველთვის გვინდა, რომ სათანადო ინტენსივობით დავიწყოთ თითოეული დაპირისპირება, მაგრამ ეს შეუძლებელია.ჩვენ ვთამაშობთ ფეხბურთს, სადაც ყველაფერი ხდება.ხვალინდელი მატჩი მეტად დაძაბული იქნება.მასპინძლები გამოირჩევიან მოწინააღმდეგეზე ზეწოლის მოხდენით და ვეცდებით, ჩვეულ სტილში გამოვიდეთ მოედანზე.“

„ოდეგარი ნაყოფიერად მუშაობს და მისი პროგრესი თვალნათლივია.სამშაბათის პაექრობაში მოდრიჩის გამოჩენას ველოდებით და არა მარტინის.“

„ლა ლიგისთვის ბრძოლაში „რეალს“ გარკვეული უპირატესობა აქვს.თუ ჩვენ ტიტულს ვერ მოვიპოვებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვებზე ნაკლები სურვილი გამოვავლინეთ.“

„ვგონებ, ლუკას სილვამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა გერმანელებთან ასპარეზობის შემდეგ.“

„მატჩის მიწურულს განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ფეხბურთელებს ვესაუბრე და მათ ყველაფერი გაიგეს.აქ პირადული თემები არაფერ შუაშია, ყოველთვის გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე ვიღებ გადაწყვეტილებას.ხესეს წყენა დაეტყო, თუმცა ახლა ყველაფერი კარგად არის.“

„მადრიდში მოსვლის პირველი დღიდან სრულ მხარდაჭერას ვგრძნობ კლუბისგან.ხელმძღვანელობამ იმიტომ ამირჩია, რომ სათანადო გამოცდილება გამაჩნია.ჩემი შესაძლებლობებით, 3 ჩემპიონთა ლიგა მაქვს მოგებული.“

„რამოსი კვირას დაიწყებს სრული დატვირთვით მუშაობას და „ლევანტესთან“ თამაშისთვის იქნება მზად.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)