სად ჩატარდება სამეფო თასის ფინალი?

„კოპა დელ რეის“ ფინალისტების გარკვევის შემდეგ, მთავარ ინტრიგად რჩება ის საფეხბურთო არენა, სადაც უნდა გაიმართოს გათამაშების გადამწყვეტი დაპირისპირება.


ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია, „ატლეტიკისა“ და „ბარსელონას“ ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.მანამდე კი ცნობილია, რომ მატჩის პოტენციურ მასპინძლებად განიხილებიან: „სანტიაგო ბერნაბეუ,“ „ნოუ კამპი,“ „სან მამესი,“ „მესტალია“ და „ლა კარტუხა.“

როგორც ცნობილია, გუნდების სურვილია, რომ ფინალური პაექრობა „რეალის“ საშინაო სტადიონზე შედგეს, რადგან ყოფილი „ჩამარტინი,“ ტევადობით ხიბლავს მხარეებს.

თავის მხრივ, აღნიშნულს სასტიკად ეწინააღმდეგება ფლორენტინო პერესი.მის გეგმებში ნამდვილად არ შედის, ბასკების ან კატალონიელების ზეიმის ყურება.ჯერჯერობით, მადრიდელებს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ, თუმცა კულუარული ინფორმაციით, კლუბს უკვე მომზადებული აქვს სათანადო მიზეზიც.კერძოდ, მაისის ბოლოსთვის (თასის ფინალი 30 მაისს შედგება), სეგუნდა ბ-ში საპლეიფოფო სტადია იწყება, რომელშიც, დიდი ალბათობით, „რეალ მადრიდ კასტილიაც“ მიიღებს მონაწილეობას.როგორც წესით, სეგუნდა საგზურისათვის, ახალგაზრდა მადრიდისტები კლუბის მთავარ არენაზე იბრძვიან და გამონაკლისი არც მიმდინარე სეზონი იქნება.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს, ანალოგიური „პრობლემის“ წინაშე იდგნენ „თეთრები.“მაშინ, პერესმა, სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასახელა ვერ მასპინძლობის მიზეზად.

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)