რობერტო გომესი:"საკლუბო მუნდიალამდე "რეალი" სხვა გუნდი იყო"

რადიო მარკას ექსპერტის, რობერტო გომესის განცხადებით, მადრიდის "რეალი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატამდე გაცილებით სხვა ფეხბურთს თამაშობდა, ახლა კი გუნდში დიდი პრობლემებია...


"რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ "ვილიარეალთან" ფორტუნამ ზურგი აქცია მადრიდელებს, მაინც აღსანიშნავია, რომ საკლუბო მუნდიალის შემდეგ კარლო ანჩელოტის გუნდი მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას. სამეფო კლუბის ფეხბურთელები ჩვეულ ტემპში ვერ თამაშობენ."

"ტონი კროოსი გადაღლილია, მისი დასვენება აუცილებელიც კი გახლავთ. ლუკას სილვას დამატებით ანჩელოტიმ მეტი რესურსი გაიჩინა, მაგრამ ეს არ არის პრობლემის მოგვარების გზა. ილიარამენდი ფორმიდანაა ამოვარდნილი. ვფიქრობ, ახალი ფეხბურთელების დამატებას და მათში ასტრონომიული თანხების გადახდას დანიელ პარეხოს, ჩერიშევის, ლუკას ვასკესის და სხვების გაზრდა სჯობდა, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდებიან სილვას და ასიერს."

"კროოსისთვის მსოფლიო ჩემპიონატი 15 ივლისს დასრულდა, რადგან გერმანიამ ფინალში ითამაშა. შემდეგ იყო ვოიაჟები მადრიდში და პრე-სეზონის უმოკლესი დრო, რადგან კარლოს გუნდს სუპერთასის ფინალი ჰქონდა სათამაშო "სევილიას" წინააღმდეგ."

"ლუკას სილვას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ვთვლი, რომ მისი დონის ფეხბურთელები "კასტილიაშიც" იზრდებიან, მაგრამ მას იმიტომ ექცევა ყურადღება რომ ბრაზილიელია. მერწმუნეთ, "კრუზეროში" და მსგავსი ტიპის ბრაზილიურ კლუბებში ჩერიშევი, ვასკესი და სხვებიც ლიდერებად მოგვევლინებოდნენ." dle 10.1

  • Hala
  • 3 მარტი 2015
  • 2268
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (314)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)