"ბლანკოსმა" მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა

ალბათ დამეთანხმებით, რომ დღევანდელი შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. სამწუხაროდ ჩვენმა გუნდმა ვერ შეძლო გამარჯვება და ფრეს დასჯერდა.


ნამდვილი ბრძოლა ახლა იწყება, ვინაიდან სხვაობა უკვე ორი ქულაა. წინ კი უმძიმესი დაპირისპირება გველის "კამპ ნოუზე".

დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდმა მრავლად შექმნეს მომენტები. ანგარიში რონალდუმ გახსნა თერთმეტმეტღიანის ნიშნულიდან, ალბათ ყველას ეგონა, რომ ბლანკოსში შეძლებდა მატჩის სადავეების ხელში ჩაგდებას და შეხვედრის სასურველი შედეგით დასრულებას, თუმცა 12 წუთში "ვილიარეალის" ფეხბურთელმა წონასწორობა აღადგინა.

მას შემდეგ რაც "ბლანკოსმა" ატლეტიკოსთან სამარცხვინოდ წააგო, მხოლოდ დღეს გაუშვა გოლი.

დარჩენილი დრო "რეალი" ფლობდა ბურთს და რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნეს, თუმცა გოლად ვერცერთი აქციეს. ყველაზე კარგი შანსი ხესეს ჰქონდა, რომელსაც მართებდა იმ მომენტში უკეთ ეთამაშა და გოლი გაეტანა, თუმცა მან ძალიან ცუდად ითამაშა. აქვე უნდა აღინიშნოს მეტოქის მეკარის ბრწყინვალე თამაში, რომელმაც რონალდუს ურთულესი ბურთი აუღო.

მეტოქის რიგებიდან გამოსარჩევია ვიეტოს თამაში, რომელსაც ნამდვილად შეეძლო თავისი გუნდი წინ გაეყვანა ,თუმცა მან კასილიას ვერ აჯობა.

დარჩენილი დრო "რეალი" მთელი ძალებით გადადიოდა მეტოქის კარზე, მაგრამ საწადელს ვერ მიაღწია.

ამჟამად "თეთრები" მხოლოდ 2 ქულით უსწრებენ "ბარსელონას", რაც დამეთანხმებით დიდი სხვაობა არ წარმოადგენს. თან წინ გველის "ეკ-კლასიკო" სადაც არავინ იცის რა მოხდება. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)