კუპერი:"ისკო ეტაპობრივად იზრდება"

ფეხბურთის ლეგენდარული სპეციალისტის, ჰექტორ რაულ კუპერი განცხადებით, მადრიდის "რეალს" ისკოს სახით შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავს, რომელიც ეტაპობრივად იზრდება და არნახულ პროგრესს აჩვენებს...


"სიმართლე გითხრათ, ისკოს გაუმართლა, რადგან "რეალს" სათავეში კარლო ანჩელოტი უდგას, რომელმაც ბრწყინვალედ იცის ახალგაზრდებთან მუშაობა. ალარკონი ეტაპობრივად იზრდება და ეს მხოლოდ მისი ნიჭის დამსახურება არ გახლავთ, იტალიელი სპეციალისტი დიდ სამუშაოს ატარებს."

"ჯერ კიდევ "მალაგაში" თამაშის დროს ყველა ხედავდა რაოდენ დიდი ფეხბურთელი იზრდებოდა ესპანეთში. "ფურია როხას" უცვლელ ნახევარდაცვაში როტაცია გარდაუვალია, ისკო სულ მალე დაიკავებს ადგილს სასტარტო შემადგენლობაში, რადგან გენიალური ფეხბურთელია."

"მადრიდის "რეალში" კრიშტიანო რონალდუ, ტონი კროოსი, გარეთ ბეილი და იკერ კასილიასი გამორჩეულ ფიგურებს წარმოადგენენ, მაგრამ ხშირად ხდება, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად არა ზემოთხსენებული ფეხბურთელები, არამედ ისკო სახელდება, ვინაიდან მსოფლიო დონის ვარსკვლავების დაჩრდილვას ახერხებს."

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ისკო არა ამომავალი, არამედ შემდგარი ვარსკვლავია, რომელიც წლების მანძილზე დიდ სიამოვნებას მიანიჭებს არამხოლოდ მადრიდის "რეალის", არამედ მთლიანად ფეხბურთის გულშემატკივრებს."

"კონკუნრეცია ყოველთვის რთული ფაქტორია, მაგრამ ეს უფრო გაძლიერებს. როდესაც გუნდში გყავს ხამეს როდრიგესი, ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი და სხვები, ძალიან რთულია მუდმივად სასტარტოზე იფიქრო, მაგრამ ესპანელ ახალგაზრდას ნებისმიერზე შეუძლია კონკურენციის გაწევა." dle 10.1

  • Hala
  • 1 მარტი 2015
  • 3620
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)