ანჩელოტი: „მოდრიჩი „შალკესთან“ მატჩისთვის იქნება მზად“

კარლო ანჩელოტიმ, მომავალი დაპირისპირების შესახებ, პრესის წარმომადგენლებთან ისაუბრა.


„მოდრიჩმა დამაკმაყოფილებლად იმუშავა განვლილ კვირაში.ის კიდევ საჭიროებს ვარჯიშებს და ჩვენი გაანგარიშებით, „შალკესთან“ განმეორებითი დაპირისპირებისთვის იქნება მზადყოფნაში.“

„ვგონებ, სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან ფაზას, სასურველ მდგომარეობაში ვხვდებით.როგორც ფიზიკურ, ასევე მორალ ასპექტში, ფეხბურთელები მოწოდების სიმაღლეზე არიან.“

„ბეილი ეფექტურად ასპრეზობს ბოლო პაექრობებში და ვიმედოვნებ, რომ ტემპს არ დააგდებს, რამეთუ გუნდს სჭირდება უელსელის ნაყოფიერი ბურთაობა.“

„რთული იმის თქმა, თუ რომელ პოზიციაზე უფრო უკეთესად თამაშობს ისკო.ამ უკანასკნელმა ყველა ამპლუას წარმატებით გაართვა თავი.ვფიქრობ, ალარკონის პოტენციალი შეტევაში უნდა გამოვიყენოთ და არა დაცვაში.“

„„ვილიარეალი“ კონკურენტუნარიანი გუნდია.მათ შთამბეჭდავი შეხვედრები ჩაატარეს „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ.ჩემი აზრით, 3 ქულის ასაღებად, საუკეთესო თამაშის ჩვენებაა საჭირო.“

„თუ შემადგენლობა კარგად ასპარეზობს, ესეიგი მის სათავეში კვალიფიციური დამრიგებელი დგას.ნამდვილად მომწონს მარსელინიოს მოღვაწეობა.ინტენსიურ ჯახს უნდა მოველოდეთ.“

„ფეხბურთელებს ნებართვა არ აუღიათ ჩემგან, როდესაც სავახშმოდ მიდიოდნენ და საერთოდ ვერ ვხვდები, რას ხედავთ ამაში უცნაურს.ბიჭებმა ძალიან ლამაზი საღამო მოუწყვეს საკუთარ თავს.ერთიანობა ყოველთვის მნიშვნელოვანია ატმოსფეროსთვის.კმაყოფილი ვარ, რომ ჩემი ფეხბურთელები შეიკრიბნენ.ამის შემდეგ, ჩვეულებრივად ივარჯიშეს.“

„თუ ისკო ასეთ ტემპს შეინარჩუნებს, სასტარტოში გარანტირებული ადგილი ექნება ყოველთვის.აღნიშნული საკითხი განხილვას არ ექვემდებარება“

„მწვრთვნელს ყოველთვის აკრიტიკებენ, როდესაც ის როტაციას მიმართავს, ან პირიქით.ჩვენ სიტუაციიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)