მადრიდის რეალის 107 აღზრდილი ევროპის კლუბებში თამაშობს

ბოლო დროს გახშირდა საუბარი იმის შესახებ, რომ ბარსელონას აკადემია კარგად მუშაობს და ამარაგებს კატალონიური გრანდის ძირითად გუნდს. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მადრიდის რეალი არ ჩამოუვარდება მის მუდმივ კონკურენტს.


მართალია ბლანკოსის კანტერა ნაკლებად ამარაგებს კლუბის ძირითად გუნდს, თუმცა კასტილიის აღზრდილი 107 ფეხბურთელი ასპარეზობს პროფესიულ დონეზე ევროპის სხვადასხვა კლუბში. მათგან 51 ლა ლიგაში ასპარეზობს, 43 სეგუნდა დივიზიონში, ხოლო 13 სხვა ევროპულ კლუბში.

მადრიდის რეალის ძირითად გუნდში კანტერას შვიდი წარმომადგენელი ირიცხება, ესენია: რაული, გუტი, კასილასი, არბელოა, გრანერო, დე ლა რედი და ადანი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მადრიდის რეალის აღზრდილები ყველაზე ხშირად თავიანთ კარიერას ხეტაფეში აგრძელებენ. ხეტაფეში ირიცხებიან: ბელენგუერი, კასკერო, ადრიანი, სოლდადო, ტორესი, პარეხო და კოდინა.

ბლანკოსის აღზრდილები საზღვარგარეთაც ფასობენ. მაგალითად იტალიურ გრანდში ინტერში ირიცხება მადრიდის რეალის ორი კანტერა კამბიასო და სამუელ ეტო'ო. ხოდრი ლოპესი ინგლისში ასპარეზობს, შორხმა კი კარიერა ბუნდესლიგაში გააგრძელა. აგრეთვე კასტილიის აღზრდილები შეგვიძლია ვიხილოთ შემდეგი ქვეყნების ეროვნულ ჩემპიონატებში: პორტუგალია, ჰოლანდია, რუსეთი, საბერძნეთი კვიპროსი და სომხეთი.

წელს კანტერა 4-მა ფეხბურთელმა დატოვა, ესენია: ბუენო (ვალიადოლიდი 3 მლნ. ევრო), შორხი (კიოლნი 1 მლნ. ევრო), აგუსი (კორდობა 500 000 ევრო). მიგელ პალანკამ კი კლუბი იჯარით დატოვა და კასტელონს მიაშურა.

ინფორმაციის წყარო: AS.COM dle 10.1

  • SunSay
  • 31 დეკემბერი 2009
  • 7184
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (309)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)