ადმირალი ბეილი

გარეთ ბეილმა უკანასკნელ პერიოდში საგრძნობლად მოუმატა თამაშის ხარისხს.


მადრიდის "ატლეტიკოსთან" მარცხის შემდეგ, უელსელმა ვარსკვლავმა პირნათლად დაიწყო კარლო ანჩელოტის დარიგებების და დავალებების შესრულება. იგი იქცა სამეფო კლუბის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად, რომელიც ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ახერხებს მეტოქის კარის მიმართულებით იერიშების წამოწყებას.

ვისენტე კალდერონზე გამართულ დერბიში ბეილი უსუსურად გამოიყურებოდა, ისევე, როგორც დანარჩენი შეტევის ხაზის ფეხბურთელები. საუბარი იყო იმაზეც, რომ გარეთი ძალიან ცუდ ფორმაში იყო და მას ჩავარდნა დაეწყო. თუმცა მომდევნო ორ შეხვედრაში მადრიდელთა 11-ე ნომერმა სასწაული პროგრესი განიცადა და კვლავ სასურველ ფიზიკურ კონდიციებში ჩაჯდა.

ბეილი და რონალდო კარლიტოს ორი ყველაზე ძლიერი მოთამაშე იყო, თუმცა ამ დუეტს ერთდროულად დაეწყო ჩავარდნა. უელსელმა ფეხბურთელმა მალევე მოახერხა კრიზისის დაძლევა, რაც შეეხება პორტუგალიელ სუპერ-ვასკვლავს, იგი ნელ-ნელა ცდილობს შედეგიანობის გაუმჯობესებას, თუმცა ჯერ-ჯერობით სერიოზული წინსვლები არ არის.

სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე გუნდის ლიდერი და ადმირალი გარეთ ბეილია. მასზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული და კარლო ანჩელოტი თავის ფლანგელს სრულ ნდობას უცხადებს და მასზე დიდ იმედებს ამყარებს.

Marca.com dle 10.1

  • Junior
  • 25 თებერვალი 2015
  • 3447
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)