არბელოა: "გუნდი პროგრესირებს"

სამეფო გუნდის ახალგაზრდა მცველმა, ალვარო არბელოამ, დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.


- თქვენი ყოფილი თანაგუნდელი, ფერნანდო ტორესი, ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია "ლივერპულში," რომელმაც 50 გოლის გატანა მოახერხა...
- რა უნდა ვთქვა ამაზე? ფერნანდო თავისი თამაშით სცემს პასუხს ყოველ კითხვას.ვულოცავ მას ამ წარმატებას.

- როგორ ფიქრობ, დაბრუნდება ტორესი ესპანეთში?
- ვგონებ, ის ძალიან კარგად გრძნობს თავს "მერსესაიდულ" გუნდში.ტორესი ბევრ გოლს იტანს, რითაც "ლივერპულის" ერთ-ერთი დამრტყმელი ძალა გახდა.ჩემი აზრით, ფერნანდო არ დატოვებს კლუბს, თუმცა ინგლისიდან წამოსვლის შემთხვევაში ალბათ, "ატლეტიკოში" დაბრუნდება.

- პეპეს ტრავმის შემდეგ, საჭიროებს თუ არა გუნდი ახალ ფეხბურთელს?
- არვიცი, რამეთუ ეს საკითხი მე არ მეხება.მწვრთნელისა და ხელმძღვანელობის საკითხია გუნდში ფეხბურთელის მოყვანა.

- მანუელმა გკითხათ, შეგიძლიათ თუ არა ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაში?
- სამწუხაროდ პეპე დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაგვეხმარება.ჩემი აზრით, შემადგენლობაში არის ისეთი ცენტრალური მცველები, რომელთაც სრულფასოვნად შეუძლიათ პორტუგალიელის შეცვლა.ამასთანავე მინდა ვთქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში მეც შემიძლია ამ ფუნქციების მორგება.

- ნამდვილად ფიქრობ, რომ გუნდს აქვს შანსი მოიგოს ორივე ტიტული?
- ვფიქრობ, ყველანი დამეთანხმება, რომ გუნდი აშკარად პროგრესირებს.ჩვენ ბოლო დროს ბევრი გოლი გაგვაქვს და ამასთანავე კარგად ვიცავთ თავს.ჩემპიონთა ლიგისა და პრიმერას მოგება ადვილი საქმე როდია, თუმცა შემადგენლობას ნამდვილად აქვს ამის პოტენციალი.ყველანი შევეცდებით დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია.

- რა უნდა ისწავლოს სამეფო გუნდმა?
- გუნდს სჭირდება დრო, რათა ყველაფერი თავის ადგილზე დადგეს.ჩენ სიმშვიდისა და რთული მუშაობის შედეგად კარგად ავთამაშდით.რასაკვირველია არის ისეთი ასპექტებიც, რომლებიც გამოსასწორებელია, თუმცა ერთ ღამეში ყველაფერს ვერ გააკეთებ.

- როგორ ხვდება გუნდი 2010 წელს?
- ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ჩემპიონატის განახლებას.ვიცით, რომ წინ ურთულესი სამუშაო გველის, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ყველაფერს კარგად გავართმევთ თავს და სეზონის ბოლოს ქომაგებთან ერთად ვიზეიმებთ.

- ახალ წელს პირველი მეტოქე "ოსასუნა" იქნება...
- პამპლონაში რთული "გასეირნება" გველის, ამიტომაც კარგად უნდა მოვემზადოთ, რათა მორიგი 3 ქულა მოვიპოვოთ.

- ამ გუნდს შესწევს ძალა ჩემპიონთალიგის მოგებისა?
- რასაკვირველია, მაგრამ ამის გაკეთება უაღრესად რთულია.ამ ტურნირზე შენი მეტოქეები ევროპის საუკეთესო გუნდები არიან.ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ ლიგის მოგებას და საუკეთესო გუნდის ტიტულის მოხვეჭას.

- რთული იანვარი გელით...
- დიახ.ამოსუნთქვის საშუალებას ის მოგვცემს, რომ გუნდი კოპა დელ რეიზე არ მონაწილეობს.თასის მატჩების დროს ჩვენ დავისვენებთ ან ვივარჯიშებთ."რეალისათვის" ნებისმიერი თამაში მნიშვნელოვანია.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)