კეილორი:"ღმერთს ყველაფრისთვის მადლობას ვუხდი"

კეილორ ნავასმა "ელჩესთან" მატჩის წინ ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა...


"დიდ მადლობას ვუხდი ღმერთს, რადგან ადაპტაცია კარგად გავიარე და თანაგუნდელებმა ისე მიმიღეს, როგორც მათი მეგობარი. სამეფო კლუბში შესანიშნავი სიტუაციაა შექმნილი, აქ პროფესიონალებით სავსე გუნდია."

"დედაქალაქურ კლუბსა და "ლევანტეს" შორის რაღა თქმა უნდა, დიდი სხვაობაა, აქ სულ სხვა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე, ვარჯიშებიც განსაკუთრებულ რეჟიმში მიმდინარეობს."

"იკერთან მეგობრობაში კონკურენცია ხელს არ მიშლის, ის დიდებული კიპერია."

"ხამეს როდრიგესთან და ჩიჩასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს, ჩვენ ერთმანეთს კარგად ვუგებთ. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სხვებთან არ ვმეგობრობ, "ბლანკოსში" ყველას მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს."

"სანტიაგო "ბერნაბეუზე" თამაში დიდი გამოცდილებაა, იმედი მაქვს ჩემპიონები გავხდებით."

"გამოწვევებს არასდროს ვერიდებოდი. ემოციური ადამიანი ვარ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ გაწონასწორებული ვიყო იქ, სადაც საჭიროა."

"მადრიდის "რეალში" დარჩენა დიდხანს მსურს, მიზანი კლუბთან ერთად მრავალი ტიტულის მოგებაა."

"კარლო ანჩელოტის პროფესიონალიზმით აღფრთოვანებული ვარ, ის მართლაც საუკეთესოა, რომელსაც ყოველთვის შეუძლია ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება."

"მადრიდში გადმოსვლის შემდეგ ბევრად პოპულარული გავხდი, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, მთავარი ხარისხია."

"კრიშტიანო რონალდუ გუნდისთვის უმნიშვნელოვანეს ფიგურას წარმოადგენს. პორტუგალიელი ფეხბურთელი როგორც "ბლანკოსის", ასევე ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია." dle 10.1

  • Hala
  • 22 თებერვალი 2015
  • 2855
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)