"რეალი" ფალკაოს ვერ ივიწყებს

პრესაში გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, რადამელ ფალკაოს "მანჩესტერიდან" აბარგების შანსი ძალიან დიდია, რადგან კოლუმბიელს ჩემპიონთა ლიგაზე სურს წარმატების მიღწევა, ამჟამინდელ კლუბში კი ამის გაკეთება ფაქტობრივად წარმოუდგენელია...


ფლორენტინო პერესი კი რადამელს ვერ ივიწყებს და კვლავაც სურს მისი დამატება. გავრცელებული ინფორმაციით პრეზიდენტმა კარლო ანჩელოტისთანაც გაიარა კონსულტაციები და მხოლოდ დადებითი შეფასება მიიღო. იტალიელი სპეციალისტი ფალკაოსთან სამუშაოდ მზად არის.

მადრიდში ფიქრობენ, რომ სათადარიგოთა სკამი მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას და შეტევის გაძლიერების საჭიროება აუცილებელია. ბეილს, რონალდუს და ბენზემას ერთადერთი შემცვლელი ჰყავთ ხესე როდრიგესის სახით, თუმცა მას ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. ჩიჩარიტო ერნანდესი კი თეთრ მაისურს ივნისის ბოლოს გაიხდის.

ამასთანავე ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ფალკაოს ინტენსიური ურთიერთობა აქვს ხამეს როდრიგესთან, ამიტომ არ არის გამორციხული ტრანსფერში მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც ჩაერთოს.

ფინანსური დეტალები ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება. dle 10.1

  • Hala
  • 22 თებერვალი 2015
  • 3106
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (234)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)