ანჩელოტი: "ინტენსიური თამაშის მოლოდინში ვართ"

კარლო ანჩელოტიმ "ელჩესთან" მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.


"ზეწოლას არ განვიცდით. ჩვენგან უხეშ ბურთაობას ითხოვენ და ამ კვირის მანძილზე მაგიტომაც იმატა ზეწოლამ. ლიდერობის შენარჩუნება და მორიგი სამი ქულის აღება გვსურს."

"განაცხადში ორი კასტილელის დამატებას ვაპირებ. შემადგენლობას რაც შეეხება ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილება არ მიმიღია, შესაძლოა როტაციასაც მივმართო".

"მარსელოს გოლის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ მოედანზე გოლის აღსანიშნავად გავსულიყავი. ეს იყო ჟესტი, რომლითაც მე მისდამი მხარდაჭერა გამოვხატე."

"მოდრიჩი თავს ძალიან კარგად გრძნობს. ის გუნდს ხუთშაბათის სესაიზე შეუერთდა. შემდეგ კვირაში ხორვატი სრული დატვრითვით ივარჯიშებს. ვიმედოვნებთ, რომ ლუკა მარტამდე სასურველ კონდიციებში ჩადგება."

"ხესე დღითიდღე უკეთესობისკენ ისწრაფვის და შეიძლება ითქვას, რომ ტრავმა უკან მოიტოვა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დიდი გამოცდილება შევიძინეთ სამი ხედირას ტრავმასთან დაკავშირებით, ამიტომაც ხესესთან მიმართებაში უფრო ფრთხილები ვართ"

"დიდ მხარდაჭერას და სიყვარულს ვგრძნობ, როგორც ფეხბურთელებისაგან ასევე კლუბის პრეზიდენტისგანაც. მადრიდში თავს კომფორტულად ვგრძნობ. კლუბთან კონრაქტის განახგრძლივებაზე არ ვჩქარობ, რადგან "რეალთან" კიდევ ერთი წელი მაკავშირებს".

"ინტენსიური თამაში მოლოდინში ვართ. ბოლო 15 დღის მანძილზე მეტოქე გუნდი საგრძნობლად გაძლიერდა და თამაშის ხარისხიც გამოასწორა. ჩვენ მორიგი სამი ქული ასაღებად ვემზადებით."

"პეპე ძალიან დიდ ძალას წარმოადგენს გუნდისათვის. ის მნიშვნელოვანი მოათამაშეა "ბლანკოსისთვის".

"კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ესპანეთის დედაქალაქში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მე-100 მატჩი სამეფო კლუბთან, ეს შესანიშნავია. კლუბთან უამრავი წარმატება და მოგონება მაკავშირებს."

"მადრიდში არაფერი იცვლება. "ბარსელონა" და "ატლეტიკო" ძალიან ძლიერი კონკურენტები არიან, როგორც პრიმერაში ასევე ჩემპიონთა ლიგაზე. ესპანურ ფეხბურთს სამი ძლიერი კლუბი ჰყავს".

""ელჩესთან" მადრიდული გრანდის კარს იკერ კასილასი დაიცავს."

AS dle 10.1

  • Madri
  • 21 თებერვალი 2015
  • 3361
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)