კალდერონი:"მოურინიომ ზეწოლას ვერ გაუძლო"

მადრიდის "რეალის" ყოფილმა პრეზიდენტმა, რამონ კალდერონმა კლუბში არსებულ სიტუაციასა და ჟოზე მოურინიოზე ისაუბა...


"სამეფო კლუბში უდიდესი ზეწოლაა, რაც მწვრთნელამდეც მიდის, ის დიდი წნეხის ქვეშ იყო, ბოლოს ვეღარ გაუძლო და წასვლა გადაწყვიტა, მანამდე კი არაერთი სირთულე შეექმნა თავად ფეხბურთელებთან. იქ, სადაც კომფლიქტია, წარმატებაზე ფიქრი არ შეიძლება. ჟოზე არ იყო შეჩვეული სხვის ბრძანებებს, რადგან ის ყოველთვის თვითონ იყო ყველაფრის წარმარმთველი."

"პორტუგალიელმა სპეციალისტმა 3 წელიწადში ლა ლიგა და სამეფო თასი მოიგო, ასევე დაძლეულ იქნა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალი, რომელსაც გუნდი წლების მანძილზე ვერ სცდებოდა. ჟოზე 3-ჯერ გავიდა 1/2 ფინალში, მაგრამ მუდმივად ფიასკოს განიცდიდა. "ბაიერნთან" წაგებული მატჩი მას მადრიდელებმა არ აპატიეს, რადგან საშინაო არენაზე ტაქტიკურად წააგო."

"არ ვიცი რამდენ ხანს დარჩება კარლო ანჩელოტი. მადრიდულ გუნდში მუშაობა უმძიმესია, აქედან გამომდინარე 2-3 წელი ცოტა არ იქნება. იტალიელმა პირველივე სეზონში მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ასე მუდმივად ვერ გაგრძელდება, თუმცა ხელმძღვანელობა წელს ლა ლიგითაც დაკმაყოფილდება. ანჩელოტი მშვიდი მწვრთნელია და კოლექტივს სწორედ ამისკენ მიუთითებს."

"პრესაში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა გერმანიის ნაკრების თავკაცის, იოაჰიმ ლიოვის "ბლანკოსში" დანიშნასთან დაკავშირებით. ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მაგრამ არამგონია გერმანელი ესპანეთში წავიდეს სამუშაოდ. პირველ რიგში კარლოს დიდი ნდობა აქვს დედაქალაქში, მეორე რიგში კი ლიოვი სამშობლოში ძალიან უყვართ, მან ბრწყინვალე ნაკრები ჩამოაყალიბა და არაერთი ტიტული მოიგო." dle 10.1

  • Hala
  • 20 თებერვალი 2015
  • 3412
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (253)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)