ანჩელოტი:"რონალდუ ძალიან მოტივირებულია, მოსაგებად ჩამოვედით"

კარლო ანჩელოტიმ დაგეგმილი პრეს-კონფერენცია გამართა და ხვალინდელ თამაშზე საინტერესო კომენტარები გააკეთა...


"მოტივაცია არ გვაკლია, ფეხბურთელებს ინტენსიური თამაში მართებთ, სხვაგვარად წარმატებას ვერ მივაღწევთ. "დეპორტივოსთან" კარგად ვითამაშეთ, მას შემდეგ კი მხოლოდ რამდენიმე დღე გავიდა. ვიმედოვნებ, შეგირდები კიდევ უფრო ხარისხიან ფეხბურთს შემოგვთავაზებენ."

"ორიენტირი რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაა. მზად ვარ ახლავე დავთმო სხვა ტურნირები და მხოლოდ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ოქროს მედალი მოვიპოვო. ეს არის სულ სხვა განზომილება, სადაც თითოეული გუნდი ბოლომდე იბრძვის. ჩვენ ევროპის ჩემპიონები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ სტატუსის შესანარჩუნებლად."

"პეპე გამოჯანმრთელდა და ითამაშებს."

"ხვალ კარგი შესაძლებლობა მოგვეცემა. უნდა დავამტკიცოთ, რომ ლა კორუნიელებთან კარგი თამაში მოჩვენებითი არ იყო და სამეფო კლუბი კარგ ფორმაშია."

"კრიშტიანო რონალდუ მეტად მოტივირებულია, ის აუცილებლად გაიტანს."

"არ მაინტერესებს ვინ რას ფიქრობს ჩემს ტაქტიკაზე, საქმეს მშვიდად ვაკეთებ. რამდენი ადამიანიც არის, იმდენი მოსაზრება არსებობს, აქედან გამომდინარე სიმშვიდე საუკეთესო გამოსავალია."

"ჯერ-ჯერობით არ გადამიწყვეტა სასტარტოში ვის დავაყენებ. არჩევანის გაკეთება ასიერ ილიარამენდისა და ლუკას სილვა შორის მომიწევს. "შალკე" შარშანდელთან შედარებით ბევრად გაძლიერებულია, ამიტომ ყურადღებით თამაში და ბევრი დეტალის გათვლა მოგვიწევს."

"ტაქტიკა არ შეიცვლება. ერთადერთი რაც მსურს ფეხბურთელებისგან მეტი ინტენსივობაა. დაცვამ და თავდასხმამ შეთანხმებულად უნდა იმოქმედოს, სწორედ ეს იქნება წარმატების გასაღები."

"ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან მსურს. დიდი მოტივაცია მაქვს და ყველაფერს გავაკეთებ წარმატებისთვის. არავის დაუფიქსირებია ლიგის ორჯერ ზედიზედ მოგება. იმედი მაქვს, ისტორიას "რეალი" შეცვლის და გულშემატკივრებს გაახარებს."

"თანაქალაქელებთან გამანადგურებელმა მარცხმა დიდი ზიანი მოგვაყენა, მაგრამ ადეკვატური რეაგირება გვქონდა და გუნდი მოწოდების სიმაღლეზე დგას. გერმანიაში მოსაგებად ჩამოვედით." dle 10.1

  • Hala
  • 17 თებერვალი 2015
  • 3997
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (191)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)