დი მატეო:"მთავარია გამარჯვებულის მენტალიტეტი შევინარჩუნოთ"

"შალკეს" მთავარმა მწვრთნელმა პრეს-კონფერენცია გამართა და საინტერესო საკითხებზე გაამახვილა ყურადღება...


"ბოლო ვარჯიშზე ყველამ მიიღო მონაწილეობა, აქედან გამომდინარე არანაირი პრობლემა არ გვაქვს. სასტარტო თერთმეტეულში ოპტიმალური შემადგენლობა გვეყოლება."

"გიფერის თამაში საეჭვო იყო, მისი დაზიანების აღდგენას დაახლოებით 2 კვირა სჭირდება."

"ჩვენს წინაშე დიდი კონკურენტია. მადრიდის "რეალი" მსოფლიოს ნებისმიერი კლუბისთვის უხერხულ მეტოქეს წარმოადგენს, მაგრამ ჩვენ გამარჯვებულის მენტალიტეტი უნდა შევინარჩუნოთ. საშინაო არენაზე ვთამაშობთ და მოგება გვმართებს."

"ორ მატჩიანი დაპირისპირება გაცილებით რთული მოსაგებია, ვიდრე ერთი მატჩი. მადრიდელები ჩ/ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებას ცდილობდნენ. ეს კოლექტივი მსოფლიოს უყვარს."

"კრიშტიანო რონალდუ დიდებული ფეხბურთელია, მან ოქროს ბურთი მოიგო. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მიღება იოლი ნამდვილად არ არის. როგორც ვიცი, პორტუგალიელი სრულ მზადყოფნაშია, ჩვენი გუნდი კი მის განეიტრალებაზე სერიოზულად იმუშავებს."

"არ ვიცი როგორ ფორმაშია რონი. შარშანდე სეზონში მან "ველტინს არენა" ორი გოლით დატოვა, ამასთან ერთად თანაგუნდელებსაც დაეხმარა გოლების გატანაში. შვიდიანი ძალიან სახიფათოა, დიდი ყურადღების გამოჩენა გვმართებს."

"ბოლო თამაშებში "რეალი" დამაჯერებელი არ გახლდათ, მაგრამ ეს კონცენტრაციის დაკარგვის და მოდუნების საშუალებას ნამდვილად ვერ მოგვცემს. ჩვენს წინაშე მსოფლიო გიგანტი წარდგება." dle 10.1

  • Hala
  • 17 თებერვალი 2015
  • 2677
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (203)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)