ვარანი:"სამეფო კლუბში დიდი გამოცდილება დამიგროვდა"

რაფაელ ვარანი, რომელიც მეოთხე სეზონს ატარებს მადრიდის "რეალში", სამეფო კლუბის ოფიციალურ სპონსორს გაესაუბრა...


"ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია, სადაც ყველა გუნდი გაორმაგებული მოტივაციით თამაშობს. 1/8 ფინალი ძალიან სერიოზული ეტაპია, სწორედ აქედან იწყება ჩემპიონის ტიტულისთვის სერიოზული ბრძოლა. ყველა გუნდი ანგარიშგასაწევია, რომელიც 16 საუკეთესოს შორის მოხვდება."

"ჩვენ გვყავს გუნდი ბრწყინვალე ფეხბურთელებით, შესანიშნავი ინფრასტრუქტურით და რაც ყველაზე მთავარია დიდი ენთუზიაზმით. მადრიდის "რეალს" აქვს ისტორიული შანსი, ჩვენ უსიამოვნო ტრადიცია უნდა დავარღვიოთ და ზედიზედ მეორედ მოვახერხოთ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგება. იმედი მაქვს, პრეცენდენტის მთავარი შემოქმედები ვიქნებით."

"მადრიდული გიგანტი მთელ მსოფლიოში ცნობილია. "ბლანკოსს" ყველაზე აქვს საკუთარი გავლენა მოხდენილი. მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში შეგიძლიათ იხილოთ მადრიდული გერბის თაყვანისმცემელი."

"მინდა აღვნიშნოთ გულშემატკივრები და დიდი მადლობა გადავუხადო მათ მხარდაჭერისთვის. როდესაც მოედანზე გავდივარ ხშირად ვგრძნობ მათ სიყვარულს. მადრიდულ კოლექტივს ყოველთვის განსაკუთრებული მხარდაჭერა ჰქონდა."

"კერპი არასდროს მყოლია, მაგრამ ყოველთვის მსურდა ზინედინ ზიდანის ნაკვალევზე წავსულიყავი და მასსავით წარმატებული კარიერა მქონოდა. იმედი მაქვს არაერთ ტიტულს მოვიგებ."

"ლისაბონის ფინალი არასდროს დამავიწყდება, ეს იყო ნერვების ბრძოლა, ეს იყო ბრწყინვალე ემოციები და განცდები, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება." dle 10.1

  • Hala
  • 17 თებერვალი 2015
  • 2196
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (228)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)