კროოსი: „„რეალთან“ ერთადაც ვეცდები ჩ/ლიგის მოგებას“

„უეფას“ ოფიციალური გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში, ტონი კროოსი აცხადებს, რომ „შალკესთან“ დაპირისპირება ადვილი არ იქნება.


„ჩემი საწყისი ნაბიჯები სამეფო კლუბში უკვე წარსულს ჩაბარდა, თუმცა საბედნიეროდ, ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა.ჩვენ პრიმერა დივიზიონის ლიდერები ვართ და ამასთანავე, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ სტადიაზე ვიმყოფებით.იმედია, წარმატებებს მივაღწევთ.“

„ვფიქრობ, ჩემს კარიერაში დიდი ცვლილება არ მომხდარა, რამეთუ ერთი გრანდიდან მეორეში გადავედი.რა თქმა უნდა, ყველა კლუბს თავისი დამახასიათებელი სულისკვეთება აქვს, რაც ცოტათი ცოტათი განსხვავებული ამ ქვეყანაში, მაგრამ „რეალსა“ და „ბაიერნს“ შორის მხოლოდ მცირე სხვაობაა.“

„გუნდებს განსხვავებული სათამაშო სტილი აქვთ, მაგრამ ეს მწვრთვნეებზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე კლუბზე.“

„ყველა სხვადასხვა ტემპერამენტით გამოვირჩევით.ჩემი თავდაჯერებულობა, ხარისხიანი საფეხბურთო თვისებების ნაყოფია.ვიცი, თუ რისი უნარი მაქვს.“

„ანჩელოტიმ თავიდანვე დიდი ნდობა გამომიცხადა და ჩემთვის უჩვეულო პოზიცია ჩამაბარა.რა თქმა უნდა, ახალ ამპლუას სიამოვნებით ვირგებ.იტალიელთან შესანიშნავი ურთიერთობა მაკავშირებს.ყოველი თამაშის წინ, ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, დეტალებს განვიხილავთ.არ დაგიმალავთ, რომ ანჩელოტი ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც „რეალში“ გადასვლა გადავწყვიტე.მან დამარწმუნა, რომ მადრიდული გრანდი გაცილებით ძლიერი იქნება ჩემთაბ ერთად.“

„ცენტრალური ნახევარმცველობა მეტად რთულია.ამ დროს მრავალფუნქციურობა გმართებს, რამეთუ ეფექტურად უნდა ითამაშო როგორც, ბურთით, ასევე მის გარეშე, წარმატებით უნდა ჩაშალო და დაიწყო შეტევები, სათანადოთ უნდა უპასუხო გამოწვევებს.მაქსიმალურად ვცდილობ დავძლიო სისუსტეები.ვიცი, რომ უკეთესად შემიძლია თამაში და ამისათვის ძალისხმევას არ ვიშურებ.“

„ვგონებ, გელზენკირხენელებთან ორმატჩიანი დაპირისპირება ადვილი არ იქნება.„შალკე“ წარმატებით ასპარეზობს ბუნდესლიგაზე.საქმე გვააქვს კარგად ორგანიზებულ შემადგენლობასთან, რომელიც გამოირჩევა დაცვაში ნაყოფიერი ასპარეზობით.ტრავმიანობიდან გამომდინარე, იოლი გასეირნება არ გველოდება, თუმცა მხოლოდ შემდეგი ეტაპის საგზურის მოპოვება ვფიქრობთ.“

„პატივი უნდა ვცეთ ჩვენ მოწინააღმდეგეს და კარგი თამაშები ჩავატაროთ.“

„პრიმერა დივიზიონის მოგება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია „რეალისათვის.“რაც შეეხება ჩ/ლიგას, დაახლოებით 5-6 გუნდ შეუძლია აღნიშნულ ტურნირის წარმატებით დასრულება და მათ შორის მოვიაზრებით ჩვენც.რა თქმა უნდა, რთული იქნება ამის გაკეთება.ყველაფერი დამოკიდებულია სათამაშო კონდიციებზე.“

„ჩემპიონთა ლიგა კონკურენტუნარიანი ტურნირია, განსაკუთრებით ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ.შენ ევროპის საუკეთესო კლუბებთან გიწევს პაექრობა, რაც დიდ გამოწვევებს უკავშირდება.“

„ყოველთვის განსაკუთრებული გრძნობაა, როდესაც ჩ/ლიგის ჰიმნს უსმენ.“

„„რეალთან“ ერთადაც ვეცდები ჩემპიონთა ლიგის მოგებას.“

RealMadrid.Com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)