ნაჩო: „„შალკესთვის“ შავ ლაქად დარჩა 1-6“

სამეფო კლუბის ცენტრალურმა მცველმა, რომელსაც განვლილ პაექრობებში სასტარტო შემადგენლობაში მოუწია თამაშია, ინტერვიუ ჩაწერა.


„სიმართლე გითხრათ, „რეალის“ პირველი გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა, თავდაუზოგავი და მრავალწლიანი მუშაობის ნაყოფია.ყოველთვის ვცდილობდი, რაც შეიძლება მაღალ საფეხურზე ასვლას და ახლა, გაორმაგებული მოტივაციით ვივარჯიშებ.“

„ცხადია, ანჩელოტისთან დიდებული ურთიერთობა მაქვს.ის ძალიან თბილი ადამიანია და თითოეულ ფეხბურთელზე განსაკუთრებით ზრუნავს.“

„„ველტინს არენა“ შთამბეჭდავი ადგილია, სადაც ადამიანებს ძალიან უყვართ ფეხბურთი.ეს დამატებითი მოტივაციაა, კარგი თამაშის ჩასატარებლად.“

„რა თქმა უნდა, 1-6 შავ ლაქად დარჩა „შალკესთვის“ და დარწმუნებული ვარ, ისინი მაქსიმალურად ეცდებიან შარშანდელი შედეგის გამოსწორებას.“

„ჩემი აზრით, წლეულს, გერმანელების კოლექტივი გაცილებით კონკურენტუნარიანია.მათ გააუმჯობესეს დაცვითი პოტენციალი და მეტად სახიფათოდ გამოიყურებიან მეორე სართულზე ბრძოლაში, თუმცა თუ „რეალი“ ჩვეულ სტილში იასპარეზებს, გამარჯვების მოპოვება გარდაუვალი იქნება.“

„ჰუნტელაარი მსოფლიო დონის თავდამსხმელია და ბუნებრივია, ეცდება გოლის გატანას.ვფიქრობ, საერთო ჯამში სანახაობრივი დაპირისპირება გამოვა.“

„გუნდში მეგობრული ატმოსფერო სუფევს.ჩვენ ძალიან დიდი რესურსი გვაქვს და თუ მოვახერხეთ ტიტულის დაცვა, მეტად პოზიტიური მომენტი იქნება.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)