ილარა ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადება

ასიერ ილარამენდის დღეს საკუთარი შესაძლებლობების დასამტკიცებლად შანსი მიეცემა.


კარლო ანჩელოტი ახლა ბასკი ფეხბურთელის იმედზეა. გამომდინარე იქიდან, რომ წინა მატჩში "ვისენტე კალდერონზე" სამი ხედირამ ტრავმა მიიღო, იტალიელ სპეციალისტს ნახევარდაცვის ცენტრში პრაქტიკულად მოთამაშეები აღარ დარჩა. სწორედ ამიტომ, დღეს მინდორზე ილარას ელიან.

კარლიტომ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ სასტარტო შემადგენლობაში კროოსი, ილარა და ისკო იქნებიან. ეს შანსი 24 წლის ნახევარმცველმა ისევე უნდა გამოიყენოს, როგორც გასულ სეზონში "დორტმუნდთან" დაპირისპირების დროს. ის შეხვედრა ასიერმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა და მთავარი მწვრთნელის ნდობა მოიპოვა.

იმ შემთხვევაში, თუ "დეპორტივოსთან" დღეს ილარამენდი კარგად ითამაშებს, მას რეგულარულად მოუწევს მატჩების ჩატარება და სავარაუდოდ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩში "შალკეს" წინააღმდეგაც მოახერხებს სასტარტოში გამოსვლას. ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ ხამეს როდრიგესი, სამი ხედირა და ლუკა მოდრიჩი ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებენ გუნდთან ერთად თამაშს.

Marca.com dle 10.1

  • Junior
  • 14 თებერვალი 2015
  • 1328
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)