Pogba In - Ronaldo Out

სამეფო კლუბის შემადგენლობაში შესაძლოა სერიოზული ცვლილებები განხორციელდეს, მათ შორის ბოლო 2 წლის განმავლობაში წარმატებულად მოასპარეზე BBC-ის დაშლის არსებობაც კი არ არის გამორიცხული.


ფლორენტინო პერესი ფიქრობს, რომ სამეფო კლუბს აუცილებლად სჭირდება პოლ პოგბას შეძენა, რომელიც უკანასკნელ წლებში პროგრესს განაგრძობს. 21 წლის ნახევარმცველი საუკეთესო სეზონს ატარებს და საფეხბურთო ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ პროგრესის გასაგრძელებლად ფრანგმა ბებერი ქალბატონის რიგები უნდა დატოვოს. თავად კლუბი ფეხბურთელს 100 მილიონ ევროდ აფასებენ.

გავრცელე ბული ინფორმაციით პოლის გაშვება ვერ მოუნელებია მის ყოფილ კლუბს მანჩესტერს და მზად არის 95 მილიონი ევრო გადაიხადოს ფეხბურთელში, მაგრამ იქ დაბრუნებაზე უარს თავად ფეხბურთელი აცხადებს, რადგან თავის დროზე ის კლუბმა ისე გაუშვა ერთი წამითაც არ დაფიქრებულა. ყველაზე დიდ კონკურენციას რეალს ჩელსი და სიტი გაუწევენ აღნიშნულ ტრანსფერთან დაკავშირებით.

Daily Express-ს თუ დავუჯერებთ იუვენტუსმა უკვე მოძებნა პოგბას შემცვლელი, დე იონგის სახით. ფეხბურთელს მილანთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და იუვე 100 მილიონთან ერთად ერთ მაღლი დონის ნახევარმცველს სრულიად უფასოდ მიიღებს.

რაც შეეხება მადრიდის რეალს, თეთრებმა აუცილებლად უნდა გამოათავისუფლონ თანხა, რომლითაც ფრანგ ნახევარმცველს მოიყვანენ კლუბში. ყველაზე რეალური კი რონალდოს გაყიდვაა და თუ თეთრებმა პორტუგალიელის სანაცვლოდ კარგი წინადადება მიიღეს, არ არის გამორიცხული პერესმა მართლაც გაუშვას შემტევი. აქამდე ვრცელდებოდა, რომ რეალი ბეილის გაშვებას გეგმავდა, თუმცა კარლომ გადაწყვიტა, რომ უელსელის ნაცვლად რონი გაუშვას, რადგან პორტუგალიელი უკვე 30 წლის არის, უელსელი კი 25-ის. შესაბამისად ხანგრძლივ პერსპექტივაში სამეფო კლუბს გარეთი უფრო გამოადგება, კრიშტიანო.

ეს ყველაფერი სხვადასხვა საფეხბურთო ანალიტიკოსების მოსაზრება და პროგნოზია, რომელიც აზრს მოკლებული ნამდვილად არ არის, თუმცა რამდენად განხორციელებადია, ეს უკვე მეორე საკითხია. dle 10.1

  • Junior
  • 13 თებერვალი 2015
  • 5137
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)