მადრიდელები დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდნენ

"ACB-ს" ეგიდით კიდევ ერთი მატჩი გაიმართა, ამჯერად მადრიდელების მეტოქე "ესტუდიანტესი" გახლდათ. მატჩი ძალზედ დაძაბული აღმოჩნდა, დამატებული დროის ბოლო წამებზე "ესტუდიანტესის" მოთამაშეებმა შეძლეს ბურთის კალათში მოთავსება და ანგარიშით 82-80 გაიმარჯვეს. ეს თამაში დებიუტი გახლდათ მარკო იარიკისთვის მადრიდელთა შემადგენლობაში.


მადრიდელებმა თამაშის დასაწყისში დაცვითი ტაქტიკა აირჩიეს მაგრამ მას შემდეგ რაც მეტოქე გუნდი 6-0 დაწინაურდა, მოთამაშეები უფრო გააქტიურდნენ. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ლუის ბულოკი, პირველი მეოთხედი 19-16 დასრულდა.

მეორე მეთხედში "თეთრებს" საკმაოდ გაუჭირდათ, განსაკუთრებით სირთულეს წარმოადგენდა კარლოს სუარეზის შეჩერება, რომელიც "ესტუდიანტესს" შესანიშნავად მოერგო. ''რეალის"
მხრიდან კი გამოირჩეოდნენ კვლავ ბულოკი და დებიუტანტი მარკო იარიკი, ისინი ცდას არ აკლებდნენ, მაგრამ მეორე მეოთხედიც მასპინძლების სასარგებლოდ დამთავრდა, ისინი 4 ქულით დაწინაურდნენ რაც საერთო ჯამში 8 ქულიან უპირატესობას უდრიდა.

მადრიდელები მესამე მეოთხედში გონს მოვიდნენ და მეტოქის 8 ქულიანი უპირატესობა 4 ქულამდე შეამცირეს, გარბახოსას 1 და ბულოკის 3 ქულიანის წყალობით.მატჩის მსვლელობიდან გამომდინარე, თითქოს მერენგუეს უნდა გადაეწყვიტა თამაშის ბედი, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს

მეოთხე მეოთხედი კულმინაცია გახლდათ თამაშისა, მადრიდელები ცდილობდნენ აღმოეფხვრათ 8 ქულიანი ჩამორჩენა, უფრო მეტიც ისინი წინ გავიდნენ 3 ქულით ველიჩკოვიჩისა და იარიკის წყალობით. "რეალის" დაცვა შესანიშნავად მოქმედებდა, მათ არ მისცეს მეტოქეს საშუალება მოეთავსებინათ ბურთი კალათში დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. თამაშს ისეთი პირი უჩანდა რომ გამარჯვება "თეთრებს" დარჩებოდათ მაგრამ ბოლო წამებზე იასენის 3 ქულიანმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა და თამაში დამატებით დროში გაგრძელდა. პირველი წინ კვლავ "ესტუდიანტესი" გავიდა მათ მოიპოვეს 5 ქულიანი უპირატესობა და დაწინაურდნენ ანგარიშით 76-71. მაგრამ დრო საკმარისი აღმოჩნდა ბულოკისთვის რომელმაც 3 სამქულიანი მოათავსა კალათში და მადრიდელები დააწინაურა. ამით მან 650 ქულა მოაგროვა "ACB-ს" რეიტინგში. მას არ ჩამორჩა კლარკი რომელმაც 3 ორქულიანი ჩააგდო და მატჩის საბოლოო ანგარიში 82-80 დაფიქსირდა. dle 10.1

  • aeroHIDE
  • 30 დეკემბერი 2009
  • 3039
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)