MundoDeportivo: "განხეთქილება რონალდუს მიერ მოწყობილი წვეულების გამო"

კატალონიური გამომცემლობა იუწყება, რომ რონალდუს მიერ 30-ე დაბადების დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების გამო , "მადრიდის რეალის" ფეხბურთელებს შორის განხეთქილებაა


"მადრიდის რეალის" გასახდელი გაყოფილია. კრიშტიანო რონალდუს მიერ "ატლეტიკოს" წინააღმდეგ განცდილი 4:0 მტკივნეული მარცხის შემდეგ გამართულმა საზეიმო მიღებამ "თეთრების" ბანაკი ორად გაყო. ყველაზე მეტად ზემოთხსენებული ღონისძიებით ესპანელი ფეხბურთელები არიან განრისხებულნი, მათ შორის სერხიო რამოსი და იკერ კასილასი.

სხვადასხვა მედია საშუალებები იუწყებიან, რომ სწორედ რამოსი და იკერი არიან ყველაზე იმედგაცრუებულები აღნიშნული მდგომარეობით. ვის თუ არა მათ, ყველაზე უკეთ მოეხსენებათ, თუ რას ნიშნავს მადრიდისტებისთვის ქალაქურ დერბიში "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ასე სამარცხვინოდ წაგება და მათ არ ესმით, როგორ უნდა მოსვლოდა რონალდუს "ბერნაბეუზე" გატარებული ხუთნახევარი წლის შემდეგ, ასეთი ტიპის შეცდომა.

ასევე მხედველობაშია მისაღები ის ფაქტიც, რომ რონალდუს მიერ გამართულ წვეულებას არ ესწრებოდა პირველი გუნდის არცერთი ესპანელი ფეხბურთელი. დიახ, წვეულებაზე იყვნენ მარსელო, ნავასი, პეპე, ხამესი, კოენტრაუ, ხედირა და მოდრიჩი. ყველანი დაპატიჟებულნი იყვნენ, მაგრამ უმრავლესობა 4:0 ანგარიშით მარცხის შემდეგ სახლში დარჩენა და განმარტოება არჩია.

წყარო: MundoDeportivo dle 10.1

  • J.Z.
  • 9 თებერვალი 2015
  • 10129
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)