ინგლისში საოცრებას ელიან

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, მადრიდის "რეალსა" და მანჩესტერ "იუნაიტედს შორის მოლაპარაკებები იწყება, რომლის მიხედვით ლუის ვან გაალი მზად არის კრიშტიანო რონალდუს სანაცვლოდ დავიდ დე ხეა და ანხელ დი მარია დათმოს...


გავრცელებული ინფორმაციით დავიდის "რეალში" გადასვლა ჭორები სიმართლეს შეესაბამება, აქედან გამომდინარე ინგლისელებს ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლა სურთ. ისინი მზად არიან დავიდ დე ხეა სამეფო კლუბში გაუშვან და მასთან ერთად თეთრი მაისური ანხელ დი მარიამაც ჩაიცვას, სანაცვლოდ კი კრიშტიანო რონალდუს პრემიერლიგაში დაბრუნებაა მიზნად დასახული.

დი მარიას "ბლანკოსში" დაბრუნება ძალიან საეჭვოა, მაგრამ როდესაც საქმე კრიშტიანო რონალდუს ეხება, არაფერია გამორიცხული.

თავის მხრივ რონის თამაშით არც მადრიდში არიან კმაყოფილნი, თუმცა მისი პროფესიონალიზმით ღრმად წამთ, მაგრამ ფლორენტინო პერესი შესაძლოა დაფიქრდეს რომელი გადაწყვეტილების მიღება სჯობს. დარჩეს გუნდში 30 წლის კრიშტიანო რონალდუ თუ მის ნაცვლად კოლექტივს დაუბრუნდეს ანხელ დი მარია, რომელმაც 100%-ით იცის "რეალში" არსებული სიტუაცია და ამასთან ერთად კარი ჩაიბაროს დავიდ დე ხეამ და კარის დარაჯის პრობლემა მინიმუმ 10 წლით იქნას მოგვარებული.

ექსპერტთა აზრით ზაფხულამდე ჯერ კიდევ შორია და არ არის გამორიცხული პორტუგალიელმა ფეხბურთელმა სასურველ კონდიციაში ჩადგომა მოახერხოს და ხსენებულ თემაზე საუბარს სამუდამოდ დაუსვას წერტილი.

დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას... dle 10.1

  • Hala
  • 9 თებერვალი 2015
  • 12316
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (231)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)