10 ყველაზე საშინელი მომენტი ესპანურ ფეხბურთში

უარყოფითი მომენტები რომლებიც, ესპანურ ფეხბურთში 21-ე საუკუნეში დაფიქსირდა.


10.ესპანეთის ნაკრების "ევრო 2004-დან" ნაადრევი გამოთიშვა.

"ევრო 2004-ზე" ესპანეთის ნაკერები ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა ა ჯგუფში, რუსეთის, საბერძნეთის და პორტუგალიის ნაკრებეთან ერთად. პირველ მატჩში ესპანელებმა ძლიეს რუსებს ანგარიშით 1-0. მეორე თამაშში კი ბერძნებთან ფრეს დასჯერდნენ. მესამე მატჩში პორტუგალიის წინააღმდეგ სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს, მიუხედავად იმისა რომ ესპანელებსა და ბერძნებს ქულათა რაოდენობა თანაბარი ჰქონდათ, ესპანელებმა მაინც ვერ გააღწიეს მომდევნო ეტაპზე, რადგან ბერძნების აქტივში უფრო მეტი გატანილი გოლი იყო. მწვრთნელი ინაკ საეზი დათხოვნილი იქნა მთავარი მწვრთნელი პოსტიდან, მისი ადგილი კი ლუის არაგონესმა დაიკავა. მწვრთნელმა რომელმაც ესპანელებს ძალიან ლამაზი ფეხბურთი აჩვენა და ნაკრებთან ერთად "ევრო 2008" მოიგო.

9.ფერნანდო ტორესის ტრანსფერი "მადრიდის ატლეტიკოდან" "ლივერპულში".

ფერნანდო დაიბადა და გაიზარდა მადრიდში, მისი ოჯახი მუშათა კლასის წარმომადგენელი იყო. მადრიდელი "ოქროს ბიჭი" მთელი სამხრეთის სიამაყე იყო. მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. მადრიდელებს იმედი ქონდათ რომ ფერნანდოსთან ერთად "ჩემპიონთა ლიგისა" და "ლა ლიგის" თასებს აღმართავდნენ. "ატლეტიკოელების" ოცნებებს ფერნანდომ ფრთების შესხმის ნაცვლად ცივი წყალი გადაასხა როდესაც განაცხადა რომ მზად იყო სხვა ქვეყნის ჩემპიონატშიც ეცადა ბედი. ამ განცხადებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, ბევრმა შეიძულა მათი აწ უკვე ყოფილი კუმირი, ისინი მას ურჩევდნენ დარჩენილიყო გუნდში და რომ ის, ისე ვერ ითამაშებდა სხვაგან როგორც "ატლეტიკოში," მაგრამ ალბათ, ბევრი დამეთანხმება რომ ყველაფერი პირიქით მოხდა, ტორესი "ლივერპულში” უფრო გაიხსნა.

8."ვალენსიას" "დაცემა".

21-ე საუკუნის დასაწყისში "ვალენსია" მოიაზრებოდა როგორც არა მარტო ესპანეთის, არამედ მთელი ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი. მაგრამ 2007 წელს, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, სანჩეს ფლორესის, დათხოვნისა და მის ადგილას რონალდ კუმანის დანიშვნის შემდეგ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. "ვალენსიამ" დაკარგა პოზიციები და მეთხუთმეტე საფეხურზე გადაინაცვლა, უფრო მეტიც, მათ 2 ქულა აშორებდათ გასავარდნ ზონიდან. ამის შემდეგ კუმანი დაითხოვეს და გუნდმა მეათე პოზიცია დაიკავა მომქანცველი სეზონის შემდეგ. ამის შემდეგ ფინანსური კრიზისი დაატყდებათ თავს "ღამურებს'' და მის ბოსებს, რის შედეგადაც მოედნის რეკონსტრუქციის გეგმა გაუქმდა. გუნდის მესვეურები იძულებული გახდნენ გაეყიდათ შემადგენლობის წამყვანი ფეხბურთელები. ახლა კლუბი კარგ მდგომარეობაში იმყოფება და ჯერ კიდევ არ გამოთიშულა საჩემპიონო მარათონს.

7.მადრიდის "რეალის" ხუთწლიანი წარუმატებელი სერია ჩემპიონთა ლიგაში

მეოცე საუკუნის საუკეთესო კლუბისთვის 21-ე საუკუნე უიღბლოდ დაიწყო. თავიანთი როგორც "ევროპის საუკეთესო" კლუბის ტიტული თეთრებმა 2002 წელს აწიეს. მას შემდეგ იყო 5 წლიანი უიღბლობის ხანა, როდესაც კლუბმა ვერ შეძლო გასულიყო მერვედ ფინალებში. მაგრამ ამჯერად"რეალი" კვლავ "საქმეშია" და ბევრს სწამს რომ ძალუძს იბრძოლოს როგორც "ჩემპიონთა ლიგისთვის" ასევე "პრიმერა დივიზიონისთვის".

6.რონალდინიოს კრახი "ბარსელონაში"

რონალდინიო, იმ ფეხბურთელთაშორისაა რომლებიც იშვიათად იბადებიან. ბრაზილიერი თითქოსდა მუსიკის რიტმში თამაშობდა ფეხბურთს. იგი ფაქტიურად ერთადერთი იყო "ბარსელონას" რიგებიდან, რომელსაც "ბერნაბეუზე" მყოფი მაყურებლები ფეხზე წამოუდგნენ და ოვაციებით შეხვდნენ. 2007 წლის სეზონი სავალალო აღმოჩნდა რონალდინიოსათვის, ჯერ კიდევ ვერავინ ამბობს ზუსტ მიზეზს, თუ რატომ დაკარგა მან ფორმა. ერთი მხარე ამას მის და რაიკაარდის ცივ დამოკიდებულებას აბრალებდნენ, მეორენი ამბობდნენ რომ რონალდინიო მესის ჩრდილში მოექცა, დანარჩენები კი მის თვითუკონტროლობას მიაწერდნენ, რადგან იგი ხშირად დადიოდა ღამის კლუბებში და მეორე დღეს ხვდებოდა ჟურნალების გარეკანზე. რაც არ უნდა იყოს ფაქტი ერთია-რონალდინიო "ბარსაში" აღარ თამაშობს.

5.მსაჯების შეცდომები მსოფლიო ჩემპიონატზე (2002) ესპანელების საწინააღმდეგოდ.

მოსფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, ესპანეთი სლოვენიას, პარაგვაის და სამხრეთ აფრიკასთან ერთად მოხვდა. როგორც ნავარაუდევი იყო ესპანეთი ცხრილის სათავეში მოექცა 3 გამარჯვებით, სლოვენიასა და პარაგვაის ერთნაირი ანგარიშით 3-1 ძლიეს, ხოლო სამხრეთ აფრიკა კი 3-2 დაამარცხეს. შემდეგ რაუნდში მათ ირლანდია დასცეს. ესპანელებს მეოთხედ ფინალებში კორეა ერგოთ. მსაჯის შეცდომების გამო ფური როხას 2 გოლი არ ჩაუთვალეს, ხოლო პენალტების სერიაში კი დამარცხდნენ.

4.რამონ კალდერონის მიერ ხმების ფალსიფიკაცია, ასამბლეაზე.

მისი პრეზიდენტობის დროს, მადრიდის რეალმა თასების აწევა დაასრულა ლა ლიგის მოგებით, სადაც ჩემპიონობა ბოლო ტურში მოიპოვეს. ამის შემდეგ, რამონმა დაპირება დაარღვია და კრისიტიანო რონალდო რეალში გადმოსვლაზე ვერ დაითანხმა. ამა მოყვა სკანდალი არჩევნების გაყალბებაზე, რომელიც გაზეთმა "marca-მ" გამოავლინა, ამ ყველაფრის ფონზე კალდერონს არ მისცეს უფლება გაეგრძელებინა "მოღვაწეობა" "რეალში" და საბოლოოდ იგი გადადგა.

3."ესპანიოლის" კაპიტნის, დენის სიკვდილი.

2009 წლის სეზონი წარუმატებლად დაიწყო "ესპანიოლისათვის", მათი კაპიტანი დენი გულის შეტევით გარდაცვლილი იპოვეს იტალიაში ქალაქ, ვენეციაში. როდესაც მას შეტევა დაემართა იგი მის შეყვარებულს ესაუბრებოდა ტელეფონით ( გოგო ფეხმძიმობის მეშვიდე თვეში იყო) დახმარება უმალ იქნა აღმოჩენილი, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მიუხედავად ამისა იგი ვერ გადარჩა.

2.2007 წლის 25 აგვისტოს, ესპანეთმა და მთელმა მსოფლიომ იხილა თუ როგორ დაეცა უგონოდ პუერტა "სანჩეს პისხუანძე" "ხეტაფეს" წინაარმდეგ მატჩში. არავინ იცოდა რა მოხდა, ყველანი დასახმარებლად გაეშურნენ. თანაგუნდელებმა მისი ენა "დაიჭირეს" რათა პუერტას არ გადაეყლაპა. იგი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში. შემდეგ მან შეძლო ფეხზე დამდგარიყო საკუთარი ძალებით, მაგრამ მას შემდეგ რაც კიდევ ერთი შეტევა მიიღო საძინებელ ოთახში, ორგანოებმა ვერ შეითავსეს ფუნქციები და და 28 აგვისტოს გარდაიცვალა. რაც არ უნდა სამწუხაო იყოს, პუერტა დენის მსგავსად მამა უნდა გამხდარიყო.

1.რასიზმი ესპანურ ფეხბურთში.

პრინციპული პრობლემა, რომელმაც ესპანურ ფეხბურთში თავი იჩინა არის რასიზმი. იგი ბევრჯერ იქნა გამოხატული და არანაირი გამართლება აქვს. პირველი შემთხვევა დაფიქსირადა, მაშინ როცა "ესპანიოლის" გულშემატკივრებმა კამერუნელ მეკარე კარლოს კამენს დასცინეს ფერის გამო. მეორე უფრო ცნობილი შემთხვევა "ბარსელონასა" და "სარაგოსას" მატჩის მსვლელობის დროს დაფიქსირდა, როცა ეტო'ოს "სარაგოსას" ფანებმა დასცინეს და მაიმუნი უწოდეს. ამის შემდეგ ეტო'ომ თქვა რომ იგი არასოდეს ითამაშებდა ფეხბურთს, მაგრამ თანაგუნდელებმა შეძლეს მისი აზრის შეცვლა. კიდევ იყო შემთხვევა როცა ანრის "შავი ნაგავი" უწოდეს. ასეთ გამოხტომებზე ესპანელები ნულოვან ტოლერანტობას აცხადებენ, მიუხედავად ამისა მსგავსი ფაქტები კვლავ ხდება. ინგლისმა ერთხელ უკვე უარი განაცხადა ეთამაშა ამხანაგური მატჩი ესპანეთთან, საბედნიეროდ ინგლისელებმა შეიცვალეს აზრი და ეს მატჩი მშვიდობიანად დასრულდა. რასიზმი ერთ-ერთი ყველაზე დამამცირებელი რამაა და მას გამართლება არ აქვს.


წყარო: Goal.com dle 10.1

  • aeroHIDE
  • 30 დეკემბერი 2009
  • 2935
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)