მენდეში: "კრიშტიანო ნამდვილი პროფესიონალია"

კრიშტიანო რონალდუს აგენტმა პორტუგალიელ ფეხბურთელზე ისაუბრა, სადაც მას ასევე მოუწია განმარტების გაკეთება რონალდუს მიერ დაბადების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით.


ზეიმის ადგილის განმარტება: "სახლში ყველას ვერ დავატევდით, ამიტომაც მოგვიწია ადგილის შეცვლა. არის სიტუაციები, რომლებიც მხოლოდ პირადი ცხოვრებისაა და იქ არ უნდა ვერეოდეთ, მაგრამ როცა ცნობილი სახე ხარ, ასეთი რამ ხშირად ხდება. ყველანი გაბრაზებულები ვიყავით შედეგის გამო, ამიტომაც გაკიცხა ხალხმა რონალდუ."

რონალდუს ხასიათი: "ძალიან გაბრაზებული იყო. ის უმაღლესი დონის პროფესიონალია, საუკეთესოა მსოფლიოში. მას იმ ღონისძიებაზე 40-ზე მეტი ბავშვი ჰყავდა დაპატიჟებული. იქ მიუსვლელობა კი არ გამოვიდოდა. რონალდუს სურდა ღონისძიების გადატანა, მაგრამ ბავშვებისთვის, რომლებიც მას ელოდნენ რა უნდა გვექნა. მან პატივი სცა იმ ხალხს, ვინც მის დაბადების დღეზე რამოდენიმე დღით ადრე დაპატიჟა და უკვე იქ იმყოფებოდა. სხვანაირად არ გამოვიდოდა. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ წაგების გამო რონალდუ ძალიან გაბრაზებული იყო."

დე ხეა: "ჯერჯერობით კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ამჟამინდელ კლუბთან ხელი არ მოგვიწერია. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ამის თაობაზე, ყველაფერს ბოლოს თავად ფეხბურთელი გადაწყვეტს. პრინციპში ხელშეკრულების გაგძელებას წინ არაფერი არ უდგას, მაგრამ ხელი ჯერ არ მოგვიწერია."

წყარო: AS, MARCA dle 10.1

  • J.Z.
  • 9 თებერვალი 2015
  • 2131
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)